https://sputnik-georgia.com/20260624/qartul-ocnebashi-evroparlaments-upasuxes-299303721.html
ევროპარლამენტის უარი ქართულ დელეგაციას: მმართველი გუნდის რეაქცია
ევროპარლამენტის უარი ქართულ დელეგაციას: მმართველი გუნდის რეაქცია
Sputnik საქართველო
ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) 24 ივნისის სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიასა და დინამიკას განიხილავენ 24.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-24T14:13+0400
2026-06-24T14:13+0400
2026-06-24T14:13+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროპარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_692:60:3000:1358_1920x0_80_0_0_98f3673f97fe34bce4f3e3bfdca44c26.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ სხდომაზე ქართული დელეგაციის არმიწვევის შესახებ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ნაკარნახევია პოლიტიკური ინტერესებით და არა დემოკრატიული ფასეულობების დაცვის სურვილით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კადაგიშვილმა.ასე გამოეხმაურა დეპუტატი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 24 ივნისს გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ მიიწვიეს. ევროპარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უწყება არ აღიარებს საქართველოს პარლამენტისა და ამავე პარლამენტის მიერ არჩეული ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას.თავის მხრივ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს საბოლოოდ მაინც მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან სრულფასოვანი დიალოგის აღდგენა.„მათ მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნებში უხეში ჩარევით ჩვენი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. საბოლოო ჯამში, მათ სხვა გამოსავალი არ დარჩებათ – დასხდებიან მაგიდასთან და ჩვენთან დიალოგს დაიწყებენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.მისი თქმით, მოწვევის არარსებობა საქართველოსთვის ერთგვარ სასჯელად არის წარმოჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკავშირის კრიტერიუმებით, ქვეყანას წამყვანი პოზიციები უკავია კანდიდატ სახელმწიფოებს შორის.ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიასა და დინამიკას განიხილავენ. სხდომის დღის წესრიგი დაყოფილია ორ საკვანძო სესიად, რომლებზეც მონაწილეები იმსჯელებენ მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, ახალ შესაძლებლობებსა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვას ინტეგრაციის დაჩქარებაზე, ასევე პარლამენტების როლზე ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლის პროცესში.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_908:55:2761:1444_1920x0_80_0_0_aea0da757a90239c0a771ee82b442ea6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ევროპარლამენტის უარი ქართულ დელეგაციას: მმართველი გუნდის რეაქცია
ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) 24 ივნისის სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიასა და დინამიკას განიხილავენ
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ სხდომაზე ქართული დელეგაციის არმიწვევის შესახებ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ნაკარნახევია პოლიტიკური ინტერესებით და არა დემოკრატიული ფასეულობების დაცვის სურვილით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კადაგიშვილმა.
ასე გამოეხმაურა დეპუტატი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 24 ივნისს გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ მიიწვიეს. ევროპარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უწყება არ აღიარებს საქართველოს პარლამენტისა და ამავე პარლამენტის მიერ არჩეული ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას.
„მათი მიზანი სხვა იყო და არა დემოკრატიული ფასეულობების რეალური დაცვა. ამ შემთხვევაში საქართველოს სხდომაზე ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. ამიტომ არის, რომ „ცალკარას“ თამაშობენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
თავის მხრივ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს საბოლოოდ მაინც მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან სრულფასოვანი დიალოგის აღდგენა.
„მათ მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნებში უხეში ჩარევით ჩვენი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. საბოლოო ჯამში, მათ სხვა გამოსავალი არ დარჩებათ – დასხდებიან მაგიდასთან და ჩვენთან დიალოგს დაიწყებენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მოწვევის არარსებობა საქართველოსთვის ერთგვარ სასჯელად არის წარმოჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკავშირის კრიტერიუმებით, ქვეყანას წამყვანი პოზიციები უკავია კანდიდატ სახელმწიფოებს შორის.
ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიასა და დინამიკას განიხილავენ. სხდომის დღის წესრიგი დაყოფილია ორ საკვანძო სესიად, რომლებზეც მონაწილეები იმსჯელებენ მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, ახალ შესაძლებლობებსა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვას ინტეგრაციის დაჩქარებაზე, ასევე პარლამენტების როლზე ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლის პროცესში.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.