https://sputnik-georgia.com/20260624/piqtiur-korwinebashi-mkopebistvis-siaxlea-299311522.html
მხოლოდ აღიარების შემთხვევაში: ფიქტიურ ქორწინებაში მყოფ პირებს ამნისტია შეეხებათ
მხოლოდ აღიარების შემთხვევაში: ფიქტიურ ქორწინებაში მყოფ პირებს ამნისტია შეეხებათ
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით იხილავს უცხოელთა საქართველოში ყოფნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც 1-ელი ივლისიდან... 24.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-24T18:53+0400
2026-06-24T18:53+0400
2026-06-24T18:53+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249445776_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_e6f870f0315a65c0f66d717dd9c73d35.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. უცხოელთან ფიქტიურ ქორწინებაში მყოფი პირები ფიქციური ქორწინების აღიარების შემთხვევაში ამნისტირებული იქნებიან, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.2026 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ფიქტიური ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. ეს დანაშაული სხვადასხვა სასჯელით ისჯება: უცხოელებისთვის - ქვეყნიდან გაძევება ორიდან ათ წლამდე ვადით შემოსვლის აკრძალვით; საქართველოს მოქალაქეებისთვის - ჯარიმა, შინაპატიმრობა ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთა იმავე ვადით. ორივე შემთხვევაში ქორწინება დაექვემდებარება ანულირებას.საქართველოში ბინადრობის ახალი ნებართვა — „ქორწინების საფუძვლით“ გაჩნდება. ქორწინებაზე დაფუძნებული ბინადრობის ნებართვები გაიცემა ერთი წლის ვადით იმ უცხოელებზე, რომლებიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან საქართველოს მოქალაქეებთან. მათი განახლება შესაძლებელია ყოველწლიურად იმავე ვადით ხუთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც უცხოელს ექნება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების უფლება.მის მისაღებად სპეციალური უწყებათაშორისი კომისია ქორწინების ნამდვილობას შეამოწმებს.კერძოდ, კომისია უფლებამოსილი იქნება, გასაუბრების ფარგლებში მეუღლეები როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე გამოკითხოს. ასევე, მეუღლეებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტები და ოჯახური ურთიერთობის სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მათ ოჯახურ კავშირს ადასტურებს. შემოწმების პროცესში კომისიას უფლება ექნება, ეწვიოს მათ საცხოვრებელ ადგილს, დაათვალიეროს ბინა და გამოკითხოს მეზობლები ან სხვა პირები. მეუღლეების მხრიდან ბინის ჩვენებაზე ან კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი გამოიწვევს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0f/249445776_364:0:3000:1977_1920x0_80_0_0_7d861c2b0f7ad3ac4c1c94a51935e994.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, ახალი ამბები
მხოლოდ აღიარების შემთხვევაში: ფიქტიურ ქორწინებაში მყოფ პირებს ამნისტია შეეხებათ
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით იხილავს უცხოელთა საქართველოში ყოფნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. უცხოელთან ფიქტიურ ქორწინებაში მყოფი პირები ფიქციური ქორწინების აღიარების შემთხვევაში ამნისტირებული იქნებიან, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
2026 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ფიქტიური ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. ეს დანაშაული სხვადასხვა სასჯელით ისჯება: უცხოელებისთვის - ქვეყნიდან გაძევება ორიდან ათ წლამდე ვადით შემოსვლის აკრძალვით; საქართველოს მოქალაქეებისთვის - ჯარიმა, შინაპატიმრობა ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთა იმავე ვადით. ორივე შემთხვევაში ქორწინება დაექვემდებარება ანულირებას.
„თუ ერთ-ერთი მხარე გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან, იგი გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ანალოგიური სიტუაციაა ნარკოტიკებსა და იარაღთან დაკავშირებით. ამგვარად, აქაც არის შანსი, რომ თუ კონკრეტული პირი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, იგი გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე დადგენილია საშეღავათო პერიოდი 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, რომლის განმავლობაშიც ფიქტიურ ქორწინებაში მყოფი პირები, რომლებიც ამის შესახებ განაცხადებენ, გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, — განაცხადა დარახველიძემ.
საქართველოში ბინადრობის ახალი ნებართვა — „ქორწინების საფუძვლით“ გაჩნდება. ქორწინებაზე დაფუძნებული ბინადრობის ნებართვები გაიცემა ერთი წლის ვადით იმ უცხოელებზე, რომლებიც რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან საქართველოს მოქალაქეებთან. მათი განახლება შესაძლებელია ყოველწლიურად იმავე ვადით ხუთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც უცხოელს ექნება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების უფლება.
მის მისაღებად სპეციალური უწყებათაშორისი კომისია ქორწინების ნამდვილობას შეამოწმებს.
კერძოდ, კომისია უფლებამოსილი იქნება, გასაუბრების ფარგლებში მეუღლეები როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე გამოკითხოს. ასევე, მეუღლეებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტები და ოჯახური ურთიერთობის სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მათ ოჯახურ კავშირს ადასტურებს. შემოწმების პროცესში კომისიას უფლება ექნება, ეწვიოს მათ საცხოვრებელ ადგილს, დაათვალიეროს ბინა და გამოკითხოს მეზობლები ან სხვა პირები. მეუღლეების მხრიდან ბინის ჩვენებაზე ან კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი გამოიწვევს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს.