https://sputnik-georgia.com/20260624/parlamenti-ucxoelebistvis-kanonmdeblobas-amkacrebsw-299299520.html
პარლამენტი უცხოელების საქართველოში ყოფნის წესებს ამკაცრებს
პარლამენტი უცხოელების საქართველოში ყოფნის წესებს ამკაცრებს
Sputnik საქართველო
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20 კანონპროექტისგან შედგება და ითვალისწინებს როგორც ბინადრობის ახალი ნებართვის შემოღებას, ისე სხვა ნორმების რეგულირებას. 24.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-24T10:49+0400
2026-06-24T10:49+0400
2026-06-24T10:49+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995911_0:0:3068:1726_1920x0_80_0_0_7ad03fd966eb95479ccab3bf5e9d7f60.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღებს უცხოელთა საქართველოში ყოფნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მიიღო.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20 კანონპროექტისგან შედგება და ითვალისწინებს როგორც ბინადრობის ახალი ნებართვის შემოღებას, ისე სხვა ნორმების რეგულირებას.„ჩვენ ვამკაცრებთ კანონებს, რათა ხელი შევუწყოთ შსს-ს ამ მიმართულებით უფრო მოქნილ მუშაობაში. ეს პრობლემა დღეს საქართველოს წინაშე არ დგას, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვალდებული ვართ დავაზღვიოთ ყველა პოტენციური რისკი", – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.სიახლეები საქართველოს მოქალაქეების მეუღლეებისთვისცვლილებები თანახმად, განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე − საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა 1 წლის ვადით, მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე. მის მისაღებად სპეციალური უწყებათაშორისი კომისია ქორწინების ნამდვილობას შეამოწმებს.კერძოდ, კომისია უფლებამოსილი იქნება, გასაუბრების ფარგლებში მეუღლეები როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე გამოკითხოს. ასევე, მეუღლეებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტები და ოჯახური ურთიერთობის სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მათ ოჯახურ კავშირს ადასტურებს. შემოწმების პროცესში კომისიას უფლება ექნება, ეწვიოს მათ საცხოვრებელ ადგილს, დაათვალიეროს ბინა და გამოკითხოს მეზობლები ან სხვა პირები. მეუღლეების მხრიდან ბინის ჩვენებაზე ან კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი გამოიწვევს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარყოფით პასუხს.გარდა ამისა, ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც. მასში გაჩნდება მუხლი: „საქართველოს მოქალაქესთან ფიქტიური ქორწინება მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით".აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს უცხოელის საქართველოდან გაძევებას და მისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვის დაწესებას ორიდან ათ წლამდე ვადით, ან ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.ცვლილებები უცხოელი სტუდენტებისთვისგარდა ამისა, ახალი წესების მიხედვით, უცხოელები შეძლებენ ჩაირიცხონ მხოლოდ სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. ეს მათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისა და სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას მისცემს. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსის შემოწმება შესაძლებელია აბიტურიენტის ცნობარში.საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩარიცხვის უფლება შეუნარჩუნდებათ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სკოლა საზღვარგარეთ დაამთავრეს. თუმცა, 1-ელი ივლისიდან ისინი ვალდებული იქნებიან დაადასტურონ ქართული ენის ცოდნა.ამასთანავე, ახალი წესების თანახმად, თუ სტუდენტი წლის განმავლობაში კრედიტების მესამედზე მეტის დაგროვებას ვერ შეძლებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება. ანალოგიური წესები იმოქმედებს საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველებისთვისაც. სტუდენტის სტატუსის შეჩერება მისი საქართველოდან გაძევების საფუძველი გახდება.ახალი წესები გაძევებისთვისსაქართველოს ციხეები ვალდებული იქნებიან, მიმართონ პენიტენციური სამსახურის საბჭოებს მსჯავრდებული უცხოელისთვის სასჯელის გადასინჯვისა და მისი გაძევების საკითხზე. ცვლილებების თანახმად, საუბარია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელის ნაწილი და შეუძლიათ მოითხოვონ სასჯელის ზომის შემსუბუქება, გარდა იმ პირებისა, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.ასეთ შემთხვევებში, სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით (უდო) შეცვლის ნაცვლად, გამოყენებული იქნება ქვეყნიდან გაძევება იმ ვადით, რომელიც პატიმრობის მოუხდელი ნაწილის ტოლფასია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995911_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_1a80c003bb47d5dbd213176975572441.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
პარლამენტი უცხოელების საქართველოში ყოფნის წესებს ამკაცრებს
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20 კანონპროექტისგან შედგება და ითვალისწინებს როგორც ბინადრობის ახალი ნებართვის შემოღებას, ისე სხვა ნორმების რეგულირებას.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღებს უცხოელთა საქართველოში ყოფნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20 კანონპროექტისგან შედგება და ითვალისწინებს როგორც ბინადრობის ახალი ნებართვის შემოღებას, ისე სხვა ნორმების რეგულირებას.
„ჩვენ ვამკაცრებთ კანონებს, რათა ხელი შევუწყოთ შსს-ს ამ მიმართულებით უფრო მოქნილ მუშაობაში. ეს პრობლემა დღეს საქართველოს წინაშე არ დგას, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვალდებული ვართ დავაზღვიოთ ყველა პოტენციური რისკი", – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
სიახლეები საქართველოს მოქალაქეების მეუღლეებისთვის
ცვლილებები თანახმად, განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე − საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა 1 წლის ვადით, მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე. მის მისაღებად სპეციალური უწყებათაშორისი კომისია ქორწინების ნამდვილობას შეამოწმებს.
კერძოდ, კომისია უფლებამოსილი იქნება, გასაუბრების ფარგლებში მეუღლეები როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე გამოკითხოს. ასევე, მეუღლეებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტები და ოჯახური ურთიერთობის სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მათ ოჯახურ კავშირს ადასტურებს. შემოწმების პროცესში კომისიას უფლება ექნება, ეწვიოს მათ საცხოვრებელ ადგილს, დაათვალიეროს ბინა და გამოკითხოს მეზობლები ან სხვა პირები. მეუღლეების მხრიდან ბინის ჩვენებაზე ან კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი გამოიწვევს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარყოფით პასუხს.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც. მასში გაჩნდება მუხლი: „საქართველოს მოქალაქესთან ფიქტიური ქორწინება მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით".
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს უცხოელის საქართველოდან გაძევებას და მისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვის დაწესებას ორიდან ათ წლამდე ვადით, ან ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.
ცვლილებები უცხოელი სტუდენტებისთვის
გარდა ამისა, ახალი წესების მიხედვით, უცხოელები შეძლებენ ჩაირიცხონ მხოლოდ სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. ეს მათ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისა და სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას მისცემს. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსის შემოწმება შესაძლებელია აბიტურიენტის ცნობარში.
საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩარიცხვის უფლება შეუნარჩუნდებათ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სკოლა საზღვარგარეთ დაამთავრეს. თუმცა, 1-ელი ივლისიდან ისინი ვალდებული იქნებიან დაადასტურონ ქართული ენის ცოდნა.
ამასთანავე, ახალი წესების თანახმად, თუ სტუდენტი წლის განმავლობაში კრედიტების მესამედზე მეტის დაგროვებას ვერ შეძლებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება. ანალოგიური წესები იმოქმედებს საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველებისთვისაც. სტუდენტის სტატუსის შეჩერება მისი საქართველოდან გაძევების საფუძველი გახდება.
ახალი წესები გაძევებისთვის
საქართველოს ციხეები ვალდებული იქნებიან, მიმართონ პენიტენციური სამსახურის საბჭოებს მსჯავრდებული უცხოელისთვის სასჯელის გადასინჯვისა და მისი გაძევების საკითხზე. ცვლილებების თანახმად, საუბარია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელის ნაწილი და შეუძლიათ მოითხოვონ სასჯელის ზომის შემსუბუქება, გარდა იმ პირებისა, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
ასეთ შემთხვევებში, სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით (უდო) შეცვლის ნაცვლად, გამოყენებული იქნება ქვეყნიდან გაძევება იმ ვადით, რომელიც პატიმრობის მოუხდელი ნაწილის ტოლფასია.