თბილისსა და აჭარაში ვადაგასული ზღვის პროდუქტები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Stringerთევზი
თევზი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2026
გამოწერა
სააგენტოს მითითებით, ყველა დასახელებული ვადაგასული პროდუქტი სრულად დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისსა და აჭარის რეგიონში (ბათუმსა და ქობულეთში) ჩატარებული ინსპექტირების შედეგად სამცივრე მეურნეობებიდან ვადაგასული ზღვის პროდუქტები ამოიღეს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს „კს.ც"-ის კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა. ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები.
ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ბათუმსა და ქობულეთში. კერძოდ, ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის №16ა-ში მდებარე სამცივრე ობიექტიდან ამოიღეს 3.780 კგ ვადაგასული მოხარშული და გაყინული კრევეტი (ნაჭუჭში), ასევე 16 კგ ზღვის პროდუქტების ნაზავი (მიქსი). ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში მდებარე სამაცივრე მეურნეობიდან კი ამოღებულია 125 კგ ვადაგასული მიდია.
თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კი ამავე კომპანიის სამცივრე მეურნეობაში (მის: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 10) გამოავლინეს ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსებისა (სხვადასხვა დასახელების გაყინული თევზპროდუქტები, ხიზილალა) და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, 6132.2 კგ ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
ყველა ახალი ამბავი
0