https://sputnik-georgia.com/20260623/qartuli-ocneba-nacmozraobas-akritikebs-299292296.html
კრიზისი ოპოზიციაში: „ქართულ ოცნებას“ კოალიციისა და „ნაცმოძრაობის“ მომავლის არ სჯერა
კრიზისი ოპოზიციაში: „ქართულ ოცნებას“ კოალიციისა და „ნაცმოძრაობის“ მომავლის არ სჯერა
Sputnik საქართველო
ოპოზიციაში არსებულ შიდა განხეთქილებას, რომელსაც მასკარადს უწოდებენ, ქვეყნის პარლამენტი ყურადღებით აკვირდება. 23.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-23T16:33+0400
2026-06-23T16:33+0400
2026-06-23T16:33+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_0:19:800:469_1920x0_80_0_0_df2fb8ed928cb7b3e424f4d4d6f21802.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შიდა კონფლიქტები, ურთიერთსიძულვილი და დაპირისპირება გამორიცხავს მყარი კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, მიიჩნევენ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“.მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოპოზიციურ ალიანსს" შორის ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ტელეწამყვან ნანუკა ჟროჟოლიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და ამასთან, გააკრიტიკა პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ღალატში დაადანაშაულა.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს სასაცილო მასკარადი უწოდა და განაცხადა, რომ პარტიაში არსებულ სიტუაციას კანონზომიერად მიიჩნევს.მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი ახალი სახე თუ ლიდერი გააგრძელებს იმავე დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელსაც ეს პარტია საქართველოს წინააღმდეგ ეწეოდა.თავის მხრივ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არანაირი კოალიცია არ გამოვა, როდესაც „ადამიანებს ერთმანეთი სძულთ“.„ის, რასაც ჩვენ „ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, საბავშვო ბაღს ჰგავს. მთლიანობაში, ყველაფერი, რასაც კოალიციაში ვუყურებთ, საერთოდ შორს არის ყოველგვარი პოლიტიკური პროცესებისგან – ეს არის ჩხუბი, ურთიერთშეურაცხყოფა, სიძულვილის გამოვლინებები. არანაირი კოალიცია არ გამოვა, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი სძულთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.მალევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თავიდანვე წინააღმდეგი იყო პარტიის ალიანსში გაწევრიანების, თუმცა სააკაშვილის აზრი გაითვალისწინა. ეს უკანასკნელი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/1f/297885992_76:0:725:487_1920x0_80_0_0_61e5638a9fc72a36441d69aa597ef85a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
კრიზისი ოპოზიციაში: „ქართულ ოცნებას“ კოალიციისა და „ნაცმოძრაობის“ მომავლის არ სჯერა
ოპოზიციაში არსებულ შიდა განხეთქილებას, რომელსაც მასკარადს უწოდებენ, ქვეყნის პარლამენტი ყურადღებით აკვირდება.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შიდა კონფლიქტები, ურთიერთსიძულვილი და დაპირისპირება გამორიცხავს მყარი კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, მიიჩნევენ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“.
მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოპოზიციურ ალიანსს" შორის ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ტელეწამყვან ნანუკა ჟროჟოლიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და ამასთან, გააკრიტიკა პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ღალატში დაადანაშაულა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს სასაცილო მასკარადი უწოდა და განაცხადა, რომ პარტიაში არსებულ სიტუაციას კანონზომიერად მიიჩნევს.
„სასაცილო და ამაზრზენია ის სიტუაცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა. მე ნამდვილად მეცოდება ამ პარტიის ამომრჩევლები, თუ იქ კიდევ დარჩა ვინმე, ვინც ამ მასკარადს უყურებს. ამ პარტიის მავნებლური მიზნები არ იცვლება“, – განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი ახალი სახე თუ ლიდერი გააგრძელებს იმავე დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელსაც ეს პარტია საქართველოს წინააღმდეგ ეწეოდა.
თავის მხრივ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არანაირი კოალიცია არ გამოვა, როდესაც „ადამიანებს ერთმანეთი სძულთ“.
„ის, რასაც ჩვენ „ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, საბავშვო ბაღს ჰგავს. მთლიანობაში, ყველაფერი, რასაც კოალიციაში ვუყურებთ, საერთოდ შორს არის ყოველგვარი პოლიტიკური პროცესებისგან – ეს არის ჩხუბი, ურთიერთშეურაცხყოფა, სიძულვილის გამოვლინებები. არანაირი კოალიცია არ გამოვა, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი სძულთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.
მალევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თავიდანვე წინააღმდეგი იყო პარტიის ალიანსში გაწევრიანების, თუმცა სააკაშვილის აზრი გაითვალისწინა. ეს უკანასკნელი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.