ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების მონაწილეებისთვის მომსახურების სააგენტომ შეღავათი დააწესა

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს მომსახურების-სააგენტო
შსს-ს მომსახურების-სააგენტო - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2026
გამოწერა
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის (ქალაქის) გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს.
ამისათვის მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე – sagency@sa.gov.ge უნდა გაგზავნოს საგამოცდო ბარათი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
უწყების ცნობით, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კანდიდატს გამოცდის ახალი დრო განესაზღვრება.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23-24 ივლისს ჩააბარებენ.
ყველა ახალი ამბავი
0