https://sputnik-georgia.com/20260623/kobaxidze-saqartvelos-aralegalebis-gareshe-299296429.html
საქართველო არალეგალების გარეშე - პრემიერი მთავრობის გეგმებზე
საქართველო არალეგალების გარეშე - პრემიერი მთავრობის გეგმებზე
Sputnik საქართველო
ბოლო ერთი წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნიდან უფრო მეტი არალეგალური მიგრანტი გააძევეს, ვიდრე წინა ათი წლის განმავლობაში. 23.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-23T21:29+0400
2026-06-23T21:29+0400
2026-06-23T21:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_468740677c862f399b8633a6152e8973.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიზანია გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ ქვეყანაში არცერთი არალეგალი მიგრანტი არ დარჩეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არალეგალებთან უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს. ქვეყანაში პრაქტიკულად, ყოველდღიურად, პოულობენ უკანონოდ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და, კანონის შესაბამისად, ახორციელებენ მათი გაძევებისთვის საჭირო პროცედურებს.პრემიერის თქმით, დაახლოებით ერთ წელში და რამდენიმე თვეში ქვეყნიდან უფრო მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე წინა 10 წლის განმავლობაში ერთად. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის შსს-ში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებებისა და პოლიტიკური მიდგომის შედეგი„ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, – დასძინა მან.უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლები საიმიგრაციო კონტროლის სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებენ. შემოწმებები წინასწარ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე ტარდება და მიზნად ისახავს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან.უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ. ეს წესი არ ეხება მათ, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.საქართველოს ხელისუფლებამ 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან 904 უცხოელი გააძევა – მათ შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277757675_49:0:2780:2048_1920x0_80_0_0_d2316003e1a0494e843f5438366b5ffd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო არალეგალების გარეშე - პრემიერი მთავრობის გეგმებზე
ბოლო ერთი წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნიდან უფრო მეტი არალეგალური მიგრანტი გააძევეს, ვიდრე წინა ათი წლის განმავლობაში.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიზანია გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ ქვეყანაში არცერთი არალეგალი მიგრანტი არ დარჩეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არალეგალებთან უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს. ქვეყანაში პრაქტიკულად, ყოველდღიურად, პოულობენ უკანონოდ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და, კანონის შესაბამისად, ახორციელებენ მათი გაძევებისთვის საჭირო პროცედურებს.
„მიახლოებითი შეფასებებით, დღეს საქართველოში დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება და ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში არცერთი არალეგალი მიგრანტი არ დარჩეს. ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
პრემიერის თქმით, დაახლოებით ერთ წელში და რამდენიმე თვეში ქვეყნიდან უფრო მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე წინა 10 წლის განმავლობაში ერთად. კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის შსს-ში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებებისა და პოლიტიკური მიდგომის შედეგი
„ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, – დასძინა მან.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლები საიმიგრაციო კონტროლის სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებენ. შემოწმებები წინასწარ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე ტარდება და მიზნად ისახავს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ. ეს წესი არ ეხება მათ, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან 904 უცხოელი გააძევა – მათ შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე იყო.