https://sputnik-georgia.com/20260623/bochorishvili-evrokavhiris-gapartoeba-calmxrivi-procesi-araa-299293941.html
ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოება ცალმხრივი პროცესი არ არის
ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოება ცალმხრივი პროცესი არ არის
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა 24 ივნისს გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ მიიწვია. 23.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-23T18:52+0400
2026-06-23T18:52+0400
2026-06-23T18:52+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1c/291584078_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f13a5386d6dd1cf3a2431629030a701c.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვას აზრი მაშინ ექნება, თუ საქართველო შეძლებს ამ პროცესზე გავლენის მოხდენას, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ევროპარლამენტმა 24 ივნისს გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ მიიწვია.მისი თქმით, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ უაზრობაა.„თავად გადაწყვიტონ, რამდენად მნიშვნელოვანი და არსებითია ასეთი დისკუსიები, როდესაც მასში მონაწილეობას არ იღებს ის მხარე, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიასა და დინამიკას განიხილავენ. სხდომის დღის წესრიგი დაყოფილია ორ საკვანძო სესიად, რომლებზეც მონაწილეები იმსჯელებენ მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, ახალ შესაძლებლობებსა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვას ინტეგრაციის დაჩქარებაზე, ასევე პარლამენტების როლზე ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლის პროცესში.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1c/291584078_131:0:1952:1366_1920x0_80_0_0_f039d9685f24bceef53355bee681a55f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოება ცალმხრივი პროცესი არ არის
ევროპარლამენტმა 24 ივნისს გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ მიიწვია.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვას აზრი მაშინ ექნება, თუ საქართველო შეძლებს ამ პროცესზე გავლენის მოხდენას, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპარლამენტმა 24 ივნისს გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ მიიწვია.
„გაფართოების განხილვას აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება რაიმე სახის გავლენა გაფართოების პროცესზე. ასეთი რამ არასდროს ყოფილა და ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი მიდგომა იცვლება. ეს საინტერესო პროცესია, რომლის თვალყურის დევნებაც საინტერესოა, მაგრამ ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ როგორ განვითარდება საბოლოოდ გაფართოების პროცესი. მიიღებს თუ არა საქართველო ამ პროცესში მონაწილეობას, ეს ევროკავშირზეც არის დამოკიდებული. გაფართოება ვერ იქნება ცალმხრივი, ვერც მხოლოდ ევროკავშირისთვის და ვერც მხოლოდ საქართველოსთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ უაზრობაა.
„თავად გადაწყვიტონ, რამდენად მნიშვნელოვანი და არსებითია ასეთი დისკუსიები, როდესაც მასში მონაწილეობას არ იღებს ის მხარე, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიასა და დინამიკას განიხილავენ. სხდომის დღის წესრიგი დაყოფილია ორ საკვანძო სესიად, რომლებზეც მონაწილეები იმსჯელებენ მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, ახალ შესაძლებლობებსა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვას ინტეგრაციის დაჩქარებაზე, ასევე პარლამენტების როლზე ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლის პროცესში.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.