https://sputnik-georgia.com/20260622/shss-sizulvilis-enis-monitoringma-shedegi-gamoigo-299274531.html
შსს: სიძულვილის ენის მონიტორინგმა შესამჩნევი ეფექტი აჩვენა
შსს: სიძულვილის ენის მონიტორინგმა შესამჩნევი ეფექტი აჩვენა
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის თქმით, მტკიცებები იმის შესახებ, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს... 22.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-22T21:27+0400
2026-06-22T21:27+0400
2026-06-22T21:27+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199006_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_623b944d8ef4ec57e117aafe01a35e40.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნისა და მონიტორინგის დაწყების შემდეგ, ღირსების შემლახველი განცხადებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან.შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. უწყების ცნობით, 1-ელი ივნისიდან 15 ივნისამდე პერიოდში სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა.მისი თქმით, მტკიცებები იმის შესახებ, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება.დარახველიძემ აღნიშნა, რომ დაჯარიმებულებს შორის არიან ისეთებიც, ვინც კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეურაცხყოფდა და საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავდა.„გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას, გამოთქვას თავისი პოზიცია, თუმცა ეს გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვათა ღირსებას. როგორც კი ის სხვა ადამიანის ღირსების ხელყოფას იწყებს, გადადის ლანძღვასა და შეურაცხყოფაში, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება“, – განაცხადა დარახველიძემ.საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგის სპეციალური სამმართველოს შექმნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს დააანონსა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199006_106:0:2837:2048_1920x0_80_0_0_8a431cecadc070b84d56d33ef67ee859.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
შსს: სიძულვილის ენის მონიტორინგმა შესამჩნევი ეფექტი აჩვენა
მინისტრის მოადგილის თქმით, მტკიცებები იმის შესახებ, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნისა და მონიტორინგის დაწყების შემდეგ, ღირსების შემლახველი განცხადებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. უწყების ცნობით, 1-ელი ივნისიდან 15 ივნისამდე პერიოდში სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა.
„ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ, რომ თუ ადრე მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო, ბოლო დროს ამგვარი ქმედებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, მტკიცებები იმის შესახებ, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
დარახველიძემ აღნიშნა, რომ დაჯარიმებულებს შორის არიან ისეთებიც, ვინც კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეურაცხყოფდა და საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავდა.
„გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას, გამოთქვას თავისი პოზიცია, თუმცა ეს გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვათა ღირსებას. როგორც კი ის სხვა ადამიანის ღირსების ხელყოფას იწყებს, გადადის ლანძღვასა და შეურაცხყოფაში, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება“, – განაცხადა დარახველიძემ.
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიის მონიტორინგის სპეციალური სამმართველოს შექმნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს დააანონსა.