https://sputnik-georgia.com/20260622/policiaqm-narkodanashaulistvis-erti-piri-daakava-299263234.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს 22.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-22T12:23+0400
2026-06-22T12:23+0400
2026-06-22T12:23+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, პოლიციამ მამაკაცისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა. გამოიძებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას ე.წ. კურიერების დახმარებითაც ცდილობდა. იგი ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართვას სთავაზობდა. ე.წ. კურიერს ნარკოტიკული საშუალებები მითითებულ ადგილზე უნდა განეთავსებინა, გადაეღო ფოტოები, მოენიშნა ადგილმდებარეობა და ინფორმაცია ბრალდებულისთვის გადაეგზავნა, რის სანაცვლოდაც ფულად ანაზღაურებას მიიღებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და მათი დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პოლიციამ მამაკაცისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა.
გამოიძებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას ე.წ. კურიერების დახმარებითაც ცდილობდა. იგი ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართვას სთავაზობდა. ე.წ. კურიერს ნარკოტიკული საშუალებები მითითებულ ადგილზე უნდა განეთავსებინა, გადაეღო ფოტოები, მოენიშნა ადგილმდებარეობა და ინფორმაცია ბრალდებულისთვის გადაეგზავნა, რის სანაცვლოდაც ფულად ანაზღაურებას მიიღებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და მათი დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.