https://sputnik-georgia.com/20260621/saqartveloshi-sesxebis-gacemis-wesebi-mkacrdeba-299252999.html
საქართველოში დოლარში სესხების გაცემის წესები მკაცრდება
საქართველოში დოლარში სესხების გაცემის წესები მკაცრდება
Sputnik საქართველო
1-ელი ივლისიდან საკრედიტო ორგანიზაციებს უფლება არ ექნებათ უცხოურ ვალუტაში 1 მლნ ლარამდე მოცულობის სესხები გასცენ. 21.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-21T10:53+0400
2026-06-21T10:53+0400
2026-06-21T10:53+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283906685_0:80:1280:801_1920x0_80_0_0_91741e4158b45c3663a4e36c00588ea4.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის 1-ელი ივლისიდან დედოლარიზაციის პოლიტიკას ამკაცრებს და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემაზე ახალ ლიმიტს აწესებს.ეროვნული ბანკი აგრძელებს დედოლარიზაციის აქტიურ პოლიტიკას, რითაც იცავს ეკონომიკას უცხოური ვალუტის მასობრივი გამოყენებისგან და თავიდან აცილებს ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის არსებულ საფრთხეებს.ასე მაგალითად, რეგულატორის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან საკრედიტო ორგანიზაციებს უფლება არ ექნებათ უცხოურ ვალუტაში 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები გასცენ.ამასთან, ახალი წესები არ შეეხება სრულად უზრუნველყოფილ სავალუტო სესხებს, საქართველოში დაურეგისტრირებელი იურიდიული პირების ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებს, ასევე იმ მსესხებლებს, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ და მის ხარჯზე სესხის გადახდა შეუძლიათ.ამასთან, სესხის განაკვეთები ლარსა და დოლარში უცვლელი რჩება.2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ, მაისში ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარში - 500 ათას ლარამდე, ხოლო ხოლო 2025 წლის აგვისტოში — 750 ათასამდე.ჰეჯირება (Hedging) - გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283906685_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_64265747f2e2264719965cff39c5d17b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველოში დოლარში სესხების გაცემის წესები მკაცრდება
1-ელი ივლისიდან საკრედიტო ორგანიზაციებს უფლება არ ექნებათ უცხოურ ვალუტაში 1 მლნ ლარამდე მოცულობის სესხები გასცენ.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის 1-ელი ივლისიდან დედოლარიზაციის პოლიტიკას ამკაცრებს და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემაზე ახალ ლიმიტს აწესებს.
ეროვნული ბანკი აგრძელებს დედოლარიზაციის აქტიურ პოლიტიკას, რითაც იცავს ეკონომიკას უცხოური ვალუტის მასობრივი გამოყენებისგან და თავიდან აცილებს ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის არსებულ საფრთხეებს.
ასე მაგალითად, რეგულატორის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან საკრედიტო ორგანიზაციებს უფლება არ ექნებათ უცხოურ ვალუტაში 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები გასცენ.
ამასთან, ახალი წესები არ შეეხება სრულად უზრუნველყოფილ სავალუტო სესხებს, საქართველოში დაურეგისტრირებელი იურიდიული პირების ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებს, ასევე იმ მსესხებლებს, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ და მის ხარჯზე სესხის გადახდა შეუძლიათ.
ამასთან, სესხის განაკვეთები ლარსა და დოლარში უცვლელი რჩება.
2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ, მაისში ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარში - 500 ათას ლარამდე, ხოლო ხოლო 2025 წლის აგვისტოში — 750 ათასამდე.
ჰეჯირება (Hedging) - გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.