https://sputnik-georgia.com/20260621/deputati-saqartvelos-geograpiuli-mdebareoba-mtavari-paqtoria-299255995.html
დეპუტატი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ბრიუსელთან მოლაპარაკებების მთავარი ფაქტორია
დეპუტატი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ბრიუსელთან მოლაპარაკებების მთავარი ფაქტორია
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, საერთაშორისო პოლიტიკაში ეკონომიკური ინტერესები ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, ხოლო საქართველოს სტაბილურობა და გეოგრაფიული მდებარეობა... 21.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-21T14:15+0400
2026-06-21T14:15+0400
2026-06-21T14:15+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0c/284152446_36:161:888:640_1920x0_80_0_0_0acf9f8ec96a5e283f548a6261f934b9.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა ბრიუსელთან მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.საქართველოს სატრანზიტო როლი და გეოგრაფიული მდებარეობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის იმ ნაწილის მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აკავშირებს აზიასა და ევროპას, ასევე მიმდინარეობს ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.მისი თქმით, საერთაშორისო პოლიტიკა დიდწილად ეკონომიკურ ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველოს სტაბილურობა და სატრანზიტო პოტენციალი კი ქვეყნის პოზიციებს აძლიერებს.„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა საკითხს განსაზღვრავს. თუ ევროპული ქვეყნები ჩვენს ეკონომიკურ ცენტრსა და საქართველოზე გამავალ სატრანზიტო მარშრუტებში სარგებელს დაინახავენ, ისინი ამ ფაქტორს გაითვალისწინებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.მისი თქმით, ომში ჩართული ქვეყანა არავის დასჭირდებოდა.„ჩვენ ამას ვამბობდით - ქვეყანა, სადაც ომი იქნებოდა, არავის არაფერში დასჭირდებოდა. დასვამდნენ თავიანთ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მიიღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0c/284152446_124:170:751:640_1920x0_80_0_0_a289a6e22ad92532475273f4b4831aef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დეპუტატი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ბრიუსელთან მოლაპარაკებების მთავარი ფაქტორია
დეპუტატის თქმით, საერთაშორისო პოლიტიკაში ეკონომიკური ინტერესები ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, ხოლო საქართველოს სტაბილურობა და გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის პოზიციებს აძლიერებს.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა ბრიუსელთან მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს სატრანზიტო როლი და გეოგრაფიული მდებარეობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის იმ ნაწილის მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აკავშირებს აზიასა და ევროპას, ასევე მიმდინარეობს ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
„საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო პოლიტიკა დიდწილად ეკონომიკურ ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველოს სტაბილურობა და სატრანზიტო პოტენციალი კი ქვეყნის პოზიციებს აძლიერებს.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკა თითქმის ყველა საკითხს განსაზღვრავს. თუ ევროპული ქვეყნები ჩვენს ეკონომიკურ ცენტრსა და საქართველოზე გამავალ სატრანზიტო მარშრუტებში სარგებელს დაინახავენ, ისინი ამ ფაქტორს გაითვალისწინებენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ომში ჩართული ქვეყანა არავის დასჭირდებოდა.
„ჩვენ ამას ვამბობდით - ქვეყანა, სადაც ომი იქნებოდა, არავის არაფერში დასჭირდებოდა. დასვამდნენ თავიანთ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მიიღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.