ევროპარლამენტის რეზოლუციებმა ყველანაირი ფასი დაკარგეს - საქართველოს პრემიერი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშისამიტი ბრიუსელში
სამიტი ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2026
გამოწერა
პრემიერის თქმით, ბოლო რეზოლუცია დისკრიმინაციულ მიდგომას შეიცავს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხთან დაკავშირებით.
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუციებმა ყველანაირი ფასი დაკარგეს და ქართული საზოგადოებისთვის ინტერესს არ წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
17 ივნისს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 436-მა წევრმა, 145 კი წინააღმდეგი იყო. მასში გამოთქმულია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიული უკუქცევის გამო და ისმის მოწოდებები სანქციების დაწესებისკენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ.
„ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები“, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, ბოლო რეზოლუცია დისკრიმინაციულ მიდგომას შეიცავს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხთან დაკავშირებით.
„ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან და ევროპარლამენტისგან“, - განაცხადა კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0