თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaნარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა თბილისში დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: "მეთადონი", "ალფა-პვპ", "თებაინი", "კოდეინი", "მორფინი" და "გამომშრალი მარიხუანა".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0