https://sputnik-georgia.com/20260619/lavrovi-evropa-azlierebs-tavis-samxedro-potencials-mat-soris-birtvuls-299239621.html
ლავროვი: ევროპა აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს, მათ შორის ბირთვულს
ლავროვი: ევროპა აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს, მათ შორის ბირთვულს
Sputnik საქართველო
არსებულ ვითარებაში, მოსკოვი ევროპას კონფლიქტის მხარედ მიიჩნევს, რომელიც რუსეთის დამარცხებით არის დაინტერესებული 19.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-19T20:09+0400
2026-06-19T20:09+0400
2026-06-19T20:09+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
ევროპა
ევროკავშირი
სერგეი ლავროვი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/18/295522674_0:0:3158:1776_1920x0_80_0_0_b35cacc3b0bff8fe9e2a6e057fe3564f.jpg
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ევროპა, „სტრატეგიული ავტონომიის“ ლოზუნგით, აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს, მათ შორის ბირთვულს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია სახელწოდებით „უკრაინა, ევროპა და გლობალური უსაფრთხოება“ გამოქვეყნდა ჟურნალში Международная жизнь. თავდაპირველად სტატიის გამოქვეყნება ევროპული გამოცემა Politico Europe-ის მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ ბოლო მომენტში რედაქციამ პუბლიკაციის გაუქმება გადაწყვიტეს.„სტრატეგიული ავტონომიის“ ლოზუნგით, ევროპა მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს, მათ შორის ბირთვულ სფეროში“, - ნათქვამია სტატიაში.დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერების რეალური მიზანი არა მოსკოვთან მოლაპარაკებები, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმის გადარჩენა და მისი, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პლაცდარმის შენარჩუნებაა.მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპა აპირებს დროის მოგებას ყველა შესაძლო ხერხით, რათა 2030 წლისთვის რუსეთთან კონფლიქტისთვის მზად იყოს.ლავროვმა ასევე მოიყვანა ბელგიის გენერალური შტაბის უფროსის სიტყვები, რომელმაც ადრე ცინიკურად განაცხადა, რომ ევროპელებს „კიდევ რამდენიმე წელი აქვთ უკრაინელების სისხლის წყალობით, რომლებიც ამ დროს ჩვენთვის ყიდულობენ“.ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხის თავიდან ასაცილებლად, ევროპელებს სურთ ცეცხლის შეწყვეტას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ.„(სურთ - რედ.) კონფლიქტის „გაყინვა“ მისი ძირითადი მიზეზების მოგვარების გარეშე და უკრაინაში დაუყოვნებლივ „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო კონტინგენტების განლაგება“, - აღნიშნა ლავროვმა.როგორც სტატიაშია ნათქვამი, მოსკოვი ევროპას რუსეთის დამარცხებით დაინტერესებულ მხარედ მიიჩნევს. შეუძლებელია ევროპელებთან დიალოგის წარმოება ისე, თითქოს ისინი „მიუკერძოებელი მესამე მხარის დამკვირვებლები“ არიან.„თუმცა, ჩვენ ევროპას კონფლიქტის მხარედ აღვიქვამთ, რომელიც დაინტერესებულია რუსეთის დამარცხებით და თავად ევროპელები საკუთარ თავს ღიად პოზიციონირებენ ასე“, - ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არავისთან კონტაქტზე უარს არ ამბობს და თავისი მიზნების მიღწევას დიპლომატიის გზით ამჯობინებს.მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის მცდელობები, მოსკოვს აგრესიული გეგმები მიაწერონ, არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს შინაარსიანი მოლაპარაკებებისთვის.ამასთან, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერების ასეთი განცხადებები ბოდვა, პროვოკაცია და დეზინფორმაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ბიუჯეტის სახსრების მოპოვებას რუსეთთან ბრძოლისთვის.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირი გამოთქვამს მოსკოვთან მოლაპარაკებების სურვილს, თუმცა აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ აგრესიას. გარდა ამისა, ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ღია ზღვაში სავაჭრო გემების დაკავებას, ბალტიისპირეთსა და ატლანტიკაში უკვე რამდენიმე მსგავსი ინციდენტი მოხდა.„ამავდროულად, დასავლეთი თვალს ხუჭავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავ და ხმელთაშუა ზღვაში განხორციელებულ ტერორისტულ დივერსიებზე“, - აღნიშნა ლავროვმა.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ წინა წლების უსაფრთხოების მოდელი მათივე ხელით განადგურდა და მასთან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია.
უკრაინა
ევროპა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/18/295522674_85:0:2816:2048_1920x0_80_0_0_d9e1c3338fa43cc2f54d33babff02d0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ევროპა, ევროკავშირი , სერგეი ლავროვი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ევროპა, ევროკავშირი , სერგეი ლავროვი, მსოფლიოს ახალი ამბები
ლავროვი: ევროპა აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს, მათ შორის ბირთვულს
არსებულ ვითარებაში, მოსკოვი ევროპას კონფლიქტის მხარედ მიიჩნევს, რომელიც რუსეთის დამარცხებით არის დაინტერესებული
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ევროპა, „სტრატეგიული ავტონომიის“ ლოზუნგით, აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს, მათ შორის ბირთვულს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია სახელწოდებით „უკრაინა, ევროპა და გლობალური უსაფრთხოება“ გამოქვეყნდა ჟურნალში Международная жизнь. თავდაპირველად სტატიის გამოქვეყნება ევროპული გამოცემა Politico Europe-ის მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ ბოლო მომენტში რედაქციამ პუბლიკაციის გაუქმება გადაწყვიტეს.
„სტრატეგიული ავტონომიის“ ლოზუნგით, ევროპა მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს, მათ შორის ბირთვულ სფეროში“, - ნათქვამია სტატიაში.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერების რეალური მიზანი არა მოსკოვთან მოლაპარაკებები, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმის გადარჩენა და მისი, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პლაცდარმის შენარჩუნებაა.
მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპა აპირებს დროის მოგებას ყველა შესაძლო ხერხით, რათა 2030 წლისთვის რუსეთთან კონფლიქტისთვის მზად იყოს.
ლავროვმა ასევე მოიყვანა ბელგიის გენერალური შტაბის უფროსის სიტყვები, რომელმაც ადრე ცინიკურად განაცხადა, რომ ევროპელებს „კიდევ რამდენიმე წელი აქვთ უკრაინელების სისხლის წყალობით, რომლებიც ამ დროს ჩვენთვის ყიდულობენ“.
ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხის თავიდან ასაცილებლად, ევროპელებს სურთ ცეცხლის შეწყვეტას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ.
„(სურთ - რედ.) კონფლიქტის „გაყინვა“ მისი ძირითადი მიზეზების მოგვარების გარეშე და უკრაინაში დაუყოვნებლივ „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო კონტინგენტების განლაგება“, - აღნიშნა ლავროვმა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მოსკოვი ევროპას რუსეთის დამარცხებით დაინტერესებულ მხარედ მიიჩნევს. შეუძლებელია ევროპელებთან დიალოგის წარმოება ისე, თითქოს ისინი „მიუკერძოებელი მესამე მხარის დამკვირვებლები“ არიან.
„თუმცა, ჩვენ ევროპას კონფლიქტის მხარედ აღვიქვამთ, რომელიც დაინტერესებულია რუსეთის დამარცხებით და თავად ევროპელები საკუთარ თავს ღიად პოზიციონირებენ ასე“, - ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არავისთან კონტაქტზე უარს არ ამბობს და თავისი მიზნების მიღწევას დიპლომატიის გზით ამჯობინებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის მცდელობები, მოსკოვს აგრესიული გეგმები მიაწერონ, არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს შინაარსიანი მოლაპარაკებებისთვის.
ამასთან, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერების ასეთი განცხადებები ბოდვა, პროვოკაცია და დეზინფორმაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ბიუჯეტის სახსრების მოპოვებას რუსეთთან ბრძოლისთვის.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირი გამოთქვამს მოსკოვთან მოლაპარაკებების სურვილს, თუმცა აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ აგრესიას. გარდა ამისა, ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ღია ზღვაში სავაჭრო გემების დაკავებას, ბალტიისპირეთსა და ატლანტიკაში უკვე რამდენიმე მსგავსი ინციდენტი მოხდა.
„ამავდროულად, დასავლეთი თვალს ხუჭავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შავ და ხმელთაშუა ზღვაში განხორციელებულ ტერორისტულ დივერსიებზე“, - აღნიშნა ლავროვმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ წინა წლების უსაფრთხოების მოდელი მათივე ხელით განადგურდა და მასთან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია.