https://sputnik-georgia.com/20260619/batumshi-binebze-motxovna-izrdeba-monacemebi-ganaxlda-299234003.html
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია - ახალი მონაცემები
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 22,2%-ით და 87 მლნ დოლარი შეადგინა. 19.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-19T15:41+0400
2026-06-19T15:41+0400
2026-06-19T15:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259339483_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_6d1b379cb43046c46918682fae88e1cd.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 2026 წლის მაისში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5%-ით გაიზარდა - გაიყიდა 1.324 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 22,2%-ით და 87 მლნ დოლარი შეადგინა.კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 3,3%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი შემცირდა 7,3%-ით.2026 წლის მაისში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8,7%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.323 დოლარი შეადგინა. ფასების ზრდაზე ძირითადი გავლენა მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი გაიზარდა 8,7%-ით, ხოლო მეორად ბაზარზე 4,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს ბათუმში 15 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 6%-ით გაიზარდა და 778 მილიონი დოლარი შეადგინა.2025 წელს ბათუმში 16.596 ბინა გაიყიდა, რაც 14,9%-ით მეტი ბინა 2024 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 32,6%-ით გაიზარდა და 978,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259339483_0:0:2683:2012_1920x0_80_0_0_420f74ad33a139cf334022789797e5a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, აჭარა , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, აჭარა , ბათუმი
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია - ახალი მონაცემები
საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 22,2%-ით და 87 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 2026 წლის მაისში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5%-ით გაიზარდა - გაიყიდა 1.324 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 22,2%-ით და 87 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 3,3%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი შემცირდა 7,3%-ით.
2026 წლის მაისში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8,7%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.323 დოლარი შეადგინა. ფასების ზრდაზე ძირითადი გავლენა მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი გაიზარდა 8,7%-ით, ხოლო მეორად ბაზარზე 4,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს ბათუმში 15 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 6%-ით გაიზარდა და 778 მილიონი დოლარი შეადგინა.
2025 წელს ბათუმში 16.596 ბინა გაიყიდა, რაც 14,9%-ით მეტი ბინა 2024 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 32,6%-ით გაიზარდა და 978,6 მილიონი დოლარი შეადგინა.