მოქალაქეებს მანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და თანხა მიისაკუთრა - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. პოლიციამ რუსთავში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას დაპირდა, სანაცვლოდ 4900 აშშ დოლარი და 42.110 ლარი გამოართვა. მან ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, თანხა კი მიისაკუთრა.
გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0