https://sputnik-georgia.com/20260618/evroparlamentis-rezolucia-da-gafartoebis-gegmebi-boworisvili-evropis-kursis-cvlilebaze-299204611.html
ევროპარლამენტის რეზოლუცია და გაფართოების გეგმები - ბოჭორიშვილი ევროპის კურსის შეცვლაზე
ევროპარლამენტის რეზოლუცია და გაფართოების გეგმები - ბოჭორიშვილი ევროპის კურსის შეცვლაზე
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საზოგადოება არაერთხელ გაუმკლავდა გარე ზეწოლას და მტკიცე პოზიცია გამოავლინა. 18.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-18T14:13+0400
2026-06-18T14:13+0400
2026-06-18T14:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
ევროპა
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1c/291584078_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f13a5386d6dd1cf3a2431629030a701c.jpg
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუციებს საქართველოს შესახებ პირდაპირი პოლიტიკური ძალა არ აქვთ, თუმცა თბილისს არ შეუძლია მათი იგნორირება, რადგან ისინი შეიცავს ცრუ ბრალდებებს და ქმნის ნეგატიურ ნარატივებს ქვეყნის შესახებ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.17 ივნისს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 436-მა წევრმა, 145 კი წინააღმდეგი იყო. მასში გამოთქმულია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიული უკუქცევის გამო და ისმის მოწოდებები სანქციების დაწესებისკენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ.მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები პირდაპირ გავლენას არ ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე, თბილისს მიაჩნია, რომ ასეთ დოკუმენტებზე რეაგირება აუცილებელია.მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა მარტა კოსის განცხადებაზე ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბოლო წლების მოვლენები ადასტურებს, რომ 2022 წლის შემდეგ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის გააქტიურება დიდწილად გეოპოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.„2022 წლამდე იყო პერიოდი, როდესაც... არ იყო აქტუალური და ომის შემდგომ გახდა აქტუალური ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა... რაც კიდევ უფრო მეტ ანალიზს საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ რისთვის იყენებს ეს ხალხი ევროკავშირის გაფართოებას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი შესაძლოა სრულფასოვანი გაფართოებისთვის მზად არ იყოს, თუკი ახლავე ეძებს გზებს ახალი წევრი სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვისთვის.„თუ ევროკავშირი იწყებს უკვე გზების ძიებას, თუ როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისთვის, თუ როგორ შეიძლება, შექმნან გაფართოების ილუზია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებს თავდაპირველად შეიძლება ჩამოერთვათ ვეტოს უფლება. გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა ადრე დააყენეს საკითხი, ევროკავშირის ახალი წევრების ხმის მიცემის უფლების დროებით შეზღუდვის შესახებ.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პრინციპების შესაძლო გადახედვისა და მომავალი წევრებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის განხილვა სერიოზულ კითხვებს ბადებს კავშირის ფუნდამენტური პრინციპების შენარჩუნებასთან დაკავშირებით.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისს გაუჭირდება ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივების შეფასება იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი ფაქტობრივად შეჩერებულია.„ძალიან რთულია, ისაუბრო დღეს ევროკავშირის გაფართოებაზე და სრულად გქონდეს წარმოდგენა მათ ხედვებზე, თუ რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კეთდება განცხადებები ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის შესახებ, ამის პარალელურად ისმის მუქარები უვიზო რეჟიმის შესაძლო შეზღუდვის თაობაზე.„გზავნილები გვესმის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ა.შ. იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით“, - აღნიშნა მინისტრმა.როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ხელში არსებული მსგავსი ინსტრუმენტი არის შანტაჟის საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმი, მაგრამ თუნდაც გამოიყენონ ეს მექანიზმი, ის შედეგი ჰქონდეს, რისთვისაც სურთ.მისი თქმით, ძალიან ბევრი მცდელობა იყო გამოყენებული იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებაზე, რომელმაც აჩვენა საკმაოდ მტკიცე პოზიცია.ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ინტეგრაცია ევროკავშირთან რჩება უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ქართული ისტორიიდან, კულტურიდან, იდენტობიდან გამომდინარე.„ეს არის ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არეალი თუ სივრცე, სადაც ვხედავთ ჩვენს თავს“, - განაცხადა მან.მისი თქმით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი სახელმწიფოს განვითარებისთვის.
საქართველო
ევროკავშირი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1c/291584078_131:0:1952:1366_1920x0_80_0_0_f039d9685f24bceef53355bee681a55f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, ევროპა, ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, ევროპა, ევროპარლამენტი
ევროპარლამენტის რეზოლუცია და გაფართოების გეგმები - ბოჭორიშვილი ევროპის კურსის შეცვლაზე
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საზოგადოება არაერთხელ გაუმკლავდა გარე ზეწოლას და მტკიცე პოზიცია გამოავლინა.
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუციებს საქართველოს შესახებ პირდაპირი პოლიტიკური ძალა არ აქვთ, თუმცა თბილისს არ შეუძლია მათი იგნორირება, რადგან ისინი შეიცავს ცრუ ბრალდებებს და ქმნის ნეგატიურ ნარატივებს ქვეყნის შესახებ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
17 ივნისს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 436-მა წევრმა, 145 კი წინააღმდეგი იყო. მასში გამოთქმულია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიული უკუქცევის გამო და ისმის მოწოდებები სანქციების დაწესებისკენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები პირდაპირ გავლენას არ ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე, თბილისს მიაჩნია, რომ ასეთ დოკუმენტებზე რეაგირება აუცილებელია.
„ეს არის სრულიად ტყუილზე, სრულიად ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა მარტა კოსის განცხადებაზე ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბოლო წლების მოვლენები ადასტურებს, რომ 2022 წლის შემდეგ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის გააქტიურება დიდწილად გეოპოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.
„2022 წლამდე იყო პერიოდი, როდესაც... არ იყო აქტუალური და ომის შემდგომ გახდა აქტუალური ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა... რაც კიდევ უფრო მეტ ანალიზს საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ რისთვის იყენებს ეს ხალხი ევროკავშირის გაფართოებას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი შესაძლოა სრულფასოვანი გაფართოებისთვის მზად არ იყოს, თუკი ახლავე ეძებს გზებს ახალი წევრი სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვისთვის.
„თუ ევროკავშირი იწყებს უკვე გზების ძიებას, თუ როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისთვის, თუ როგორ შეიძლება, შექმნან გაფართოების ილუზია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებს თავდაპირველად შეიძლება ჩამოერთვათ ვეტოს უფლება. გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა ადრე დააყენეს საკითხი, ევროკავშირის ახალი წევრების ხმის მიცემის უფლების დროებით შეზღუდვის შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პრინციპების შესაძლო გადახედვისა და მომავალი წევრებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის განხილვა სერიოზულ კითხვებს ბადებს კავშირის ფუნდამენტური პრინციპების შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
„რა გამოდის, რომ ბრიუსელის წესები ყოველგვარი ხმის, საკუთარი ინტერესების გათვალისწინების გარეშე სავალდებულო უნდა იყოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, ეს იქნება თუ არა მათ ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში? ეს ფუნდამენტურად ცვლის თავად ევროკავშირის არსს. ევროკავშირი სწორედ სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებაა. რა თქმა უნდა, არის სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილების დათმობა კავშირის სასარგებლოდ, თუმცა ეს არასოდეს ეხებოდა საგარეო პოლიტიკას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისს გაუჭირდება ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივების შეფასება იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი ფაქტობრივად შეჩერებულია.
„ძალიან რთულია, ისაუბრო დღეს ევროკავშირის გაფართოებაზე და სრულად გქონდეს წარმოდგენა მათ ხედვებზე, თუ რას ფიქრობენ და როგორ ფიქრობენ მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კეთდება განცხადებები ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის შესახებ, ამის პარალელურად ისმის მუქარები უვიზო რეჟიმის შესაძლო შეზღუდვის თაობაზე.
„გზავნილები გვესმის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ა.შ. იმავდროულად, აშანტაჟებენ საქართველოს, იმავე მოსახლეობას და იმავე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ხელში არსებული მსგავსი ინსტრუმენტი არის შანტაჟის საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმი, მაგრამ თუნდაც გამოიყენონ ეს მექანიზმი, ის შედეგი ჰქონდეს, რისთვისაც სურთ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი მცდელობა იყო გამოყენებული იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებაზე, რომელმაც აჩვენა საკმაოდ მტკიცე პოზიცია.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ინტეგრაცია ევროკავშირთან რჩება უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ქართული ისტორიიდან, კულტურიდან, იდენტობიდან გამომდინარე.
„ეს არის ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არეალი თუ სივრცე, სადაც ვხედავთ ჩვენს თავს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი სახელმწიფოს განვითარებისთვის.