პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 21 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerаსაპატრულო პოლიცია
аსაპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2026
გამოწერა
დანაშაულები 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. კიდევ ცხრა პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტი“ – ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა.
უწყების განცხადებით, მამედოვი უკავშირდებოდა საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს გარკვეულ ვადებში კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული საერთოსთვის შეგროვებული 62 ათას დოლარზე მეტი თანხა, ბრალდებულების კუთვნილი ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0