https://sputnik-georgia.com/20260617/neitraluri-saqartvelo-gancxadebas-avrcelebs-299188452.html
საქართველოში ევროკავშირის ახალი წევრებისთვის შესაძლო შეზღუდვებს საფრთხედ აღიქვამენ
საქართველოში ევროკავშირის ახალი წევრებისთვის შესაძლო შეზღუდვებს საფრთხედ აღიქვამენ
Sputnik საქართველო
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში განხილული ინიციატივები ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების თანასწორობის პრინციპს და კანდიდატ ქვეყნებს დამოკიდებულ... 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T14:54+0400
2026-06-17T14:54+0400
2026-06-17T14:54+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713812_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_fc7279abdcf8bdc73d6debd19dbaa935.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის შეზღუდვების განხილვა მოწმობს ევროპული ბიუროკრატიის მისწრაფებას, გააძლიეროს კონტროლი კანდიდატ სახელმწიფოებზე, ნათქვამია პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ევროკავშირის ახალ წევრ-სახელმწიფოებს ვეტოს უფლება, შესაძლოა, შეეზღუდოთ. მანამდე გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა ევროკავშირს შესთავაზეს, დროებით შეზღუდოს ხმის უფლება მომავალი წევრებისთვის.როგორც „ერთიან ნეიტრალურ საქართველოში“ განაცხადეს, მსგავსი ინიციატივების რეალიზაციამ, შესაძლოა, შექმნას ვითარება, როდესაც ევროკავშირის ახალი წევრები ვალდებული იქნებიან შეასრულონ გადაწყვეტილებები და და დაეკისრონ იგივე ვალდებულებები, რაც ევროკავშირის არსებულ წევრ სახელმწიფოებს ისე, რომ არ გააჩნდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე თანაზომიერი გავლენა.განცხადების ავტორების აზრით, ეს ქმნის რისკს, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გადაწყვეტილებები მიიღოს მათ განხილვასა და დამტკიცებაში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობის გარეშე.პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში განხილული ინიციატივები ეწინააღმდეგება წევრი-სახელმწიფოების თანასწორობის პრინციპს და კანდიდატ ქვეყნებს დამოკიდებულ მდგომარეობაში აყენებს.განცხადების ავტორთა მტკიცებით, მრავალი წლის განმავლობაში ბრიუსელი კანდიდატ-ქვეყნებში ევროკავშირში მომავალი წევრობის მოლოდინს აყალიბებდა, თუმცა ამჟამინდელი წინადადებები მოწმობს მზადყოფნას, ახალ წევრებს იმაზე ნაკლები უფლებები მისცენ, ვიდრე კავშირის მოქმედ სახელმწიფოებს გააჩნიათ.პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველო, ბრიუსელის რიგი ინიციატივების მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო, ევროპული სტრუქტურების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას აწყდებოდა. განცხადების ავტორთა აზრით, ახალი წინადადებები მხოლოდ ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მისწრაფებას, გააძლიეროს გავლენა კანდიდატ ქვეყნებზე და მიაღწიოს მათგან უპირობო მორჩილებას.განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პირობებით ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანება ახალი წევრებისთვის ნიშნავს საკუთარი უფლებების ნაწილზე უარის თქმას იმ ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, რომლებსაც კავშირის წევრობა ითვალისწინებს.„მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ", - ნათქვამია განცხადებაში.„ერთიან ნეიტრალურ საქართველოში“ ასევე გააკრიტიკეს ევროკავშირის მიგრაციული და ღირებულებითი პოლიტიკა. განცხადების ავტორთა მტკიცებით, ბრიუსელის პოლიტიკა ხელს უწყობს ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობის შესუსტებას, რასაც თან ახლავს მიგრაციის სფეროში გადაწყვეტილებების თავსმოხვევა.პარტიის აზრით, ევროკავშირის ამჟამინდელმა კურსმა შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვა და ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა. „ერთიან ნეიტრალურ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ანალოგიური პროცესები, შესაძლოა, საქართველოსაც შეეხოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში.განცხადების ავტორებმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდეს, საზოგადოებასთან ღიად განიხილონ ევროინტეგრაციის შედეგები. გარდა ამისა, პარტიამ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე, თუ წევრობა სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შეზღუდვას გულისხმობს და ასევე შესთავაზა ევროინტეგრაციის საკითხზე ღია საჯარო დებატების გამართვა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713812_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_7f827dfd1e4607b38dddc9cbb4b98402.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოში ევროკავშირის ახალი წევრებისთვის შესაძლო შეზღუდვებს საფრთხედ აღიქვამენ
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში განხილული ინიციატივები ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების თანასწორობის პრინციპს და კანდიდატ ქვეყნებს დამოკიდებულ მდგომარეობაში აყენებს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის შეზღუდვების განხილვა მოწმობს ევროპული ბიუროკრატიის მისწრაფებას, გააძლიეროს კონტროლი კანდიდატ სახელმწიფოებზე, ნათქვამია პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ევროკავშირის ახალ წევრ-სახელმწიფოებს ვეტოს უფლება, შესაძლოა, შეეზღუდოთ. მანამდე გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა ევროკავშირს შესთავაზეს, დროებით შეზღუდოს ხმის უფლება მომავალი წევრებისთვის.
„გამოდის, თუკი დავუშვებთ, რომ საქართველო ოდესმე აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად, არ ექნებათ ხმის უფლება, თუმცა, ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „ერთიან ნეიტრალურ საქართველოში“ განაცხადეს, მსგავსი ინიციატივების რეალიზაციამ, შესაძლოა, შექმნას ვითარება, როდესაც ევროკავშირის ახალი წევრები ვალდებული იქნებიან შეასრულონ გადაწყვეტილებები და და დაეკისრონ იგივე ვალდებულებები, რაც ევროკავშირის არსებულ წევრ სახელმწიფოებს ისე, რომ არ გააჩნდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე თანაზომიერი გავლენა.
განცხადების ავტორების აზრით, ეს ქმნის რისკს, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გადაწყვეტილებები მიიღოს მათ განხილვასა და დამტკიცებაში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობის გარეშე.
„უკვე დიდი ხანია ვხედავთ, როგორ ებრძვის ევროპული ბიუროკრატია განსხვავებულ შეხედულებებს. თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად საბოლოოდ გადაწყვიტეს, ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრი, რომელიც მათ ხედვებს ეწინააღმდეგება, თანაც ამის გაკეთებას ყველაზე უხეში ფორმით ფიქრობენ", - აღნიშნული განცხადებაში.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში განხილული ინიციატივები ეწინააღმდეგება წევრი-სახელმწიფოების თანასწორობის პრინციპს და კანდიდატ ქვეყნებს დამოკიდებულ მდგომარეობაში აყენებს.
განცხადების ავტორთა მტკიცებით, მრავალი წლის განმავლობაში ბრიუსელი კანდიდატ-ქვეყნებში ევროკავშირში მომავალი წევრობის მოლოდინს აყალიბებდა, თუმცა ამჟამინდელი წინადადებები მოწმობს მზადყოფნას, ახალ წევრებს იმაზე ნაკლები უფლებები მისცენ, ვიდრე კავშირის მოქმედ სახელმწიფოებს გააჩნიათ.
პარტიაში ასევე განაცხადეს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველო, ბრიუსელის რიგი ინიციატივების მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო, ევროპული სტრუქტურების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას აწყდებოდა. განცხადების ავტორთა აზრით, ახალი წინადადებები მხოლოდ ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მისწრაფებას, გააძლიეროს გავლენა კანდიდატ ქვეყნებზე და მიაღწიოს მათგან უპირობო მორჩილებას.
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პირობებით ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანება ახალი წევრებისთვის ნიშნავს საკუთარი უფლებების ნაწილზე უარის თქმას იმ ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, რომლებსაც კავშირის წევრობა ითვალისწინებს.
„მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ", - ნათქვამია განცხადებაში.
„ერთიან ნეიტრალურ საქართველოში“ ასევე გააკრიტიკეს ევროკავშირის მიგრაციული და ღირებულებითი პოლიტიკა. განცხადების ავტორთა მტკიცებით, ბრიუსელის პოლიტიკა ხელს უწყობს ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობის შესუსტებას, რასაც თან ახლავს მიგრაციის სფეროში გადაწყვეტილებების თავსმოხვევა.
პარტიის აზრით, ევროკავშირის ამჟამინდელმა კურსმა შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვა და ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა. „ერთიან ნეიტრალურ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ანალოგიური პროცესები, შესაძლოა, საქართველოსაც შეეხოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში.
განცხადების ავტორებმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდეს, საზოგადოებასთან ღიად განიხილონ ევროინტეგრაციის შედეგები. გარდა ამისა, პარტიამ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე, თუ წევრობა სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შეზღუდვას გულისხმობს და ასევე შესთავაზა ევროინტეგრაციის საკითხზე ღია საჯარო დებატების გამართვა.