აჭარაში საზღვაო სეზონს ზაფხულის ფესტივალი გახსნის

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2026
გამოწერა
ზაფხულის პერიოდში აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 20-21 ივნისს ორდღიანი ტრადიციული ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
ფესტივალი, ტრადიციული ლოზუნგით „ზაფხული იწყება აქ", ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
„ანბანის კოშკი" მოიცავს ტურისტულ საინფორმაციო ზონას, რესტორანს პანორამული ხედებით და ღია ტერასით. ორიგინალური შენობის სიმაღლე 130 მეტრია. კოშკის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა, პროექტზე მუშაობდა ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბო.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საფესტივალო სივრცე მოირთვება საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით, სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვაც, რომელშიც 150-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იქნება წარმოდგენილი.
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იმუშავებს.
„ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ, რომელიც ორივე დღეს 17:00 საათიდან დაიწყება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და ბულვარის ადმინისტრაცია.
ყველა ახალი ამბავი
0