მაღალმთიან აჭარაში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო

© courtesy of Ask About Georgia
გამოწერა
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებსაც შეეძლებათ
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობისა და ტურისტების უფასო ტრანსპორტირების პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
პირველი რეისი 2026 წლის 16 ივნისის 09:00 საათზე, ხულო–ბეშუმი–ხულოს მიმართულებით შესრულდა.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებსაც შეეძლებათ - მთაში წასვლის მსურველებს ტრანსპორტი მოემსახურება შემდეგ მიმართულებებზე:
ხულო-ბეშუმი-ხულო,
ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი,
ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი,
მეკეიძეები-შავნაბადა-მეკეიძეები,
დიდი რიყეთი-ლეკიძირის მთა-დიდი რიყეთი,
საციხური-საციხურის მთა-საციხური,
დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
სხალთა-სარიჩაირის მთა-სხალთა,
ფაჩხა-ხულო-თეთრობი-ფაჩხა,
წაბლანა-ხულო-თეთრობი-წაბლანა,
კვატია-სამსმელოს მთა-კვატია,
სხალთა-მაჭარელათის მთა-სხალთა,
ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი,
აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-აგარა,
ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი,
ვერნები-ვერნების მთა-ვერნები,
დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი.
ხულო-ბეშუმის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღიურად, ხოლო სხვა მარშრუტებზე სხვადასხვა გრაფიკით. გასვლა დილის 9 საათი.
ამ დროისთვის ტრანსპორტირების პროგრამა ხორციელდება ხულო-ბეშუმი-ხულოს, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანის მიმართულებით და ეტაპობრივად ყველა მიმართულებით ამოქმედდება.
პროექტი მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში მეურნეობის ხელშეწყობას და მოიალაღეებისთვის მთაში გადაადგილების გაადვილებას. მსგავსი პროგრამები პარალელურად იწყება ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც.