https://sputnik-georgia.com/20260616/red-wings-batumi-rusetis-6-qalaqtan-daakavshira-299175687.html
Red Wings-მა ბათუმი რუსეთის ექვს ქალაქთან დააკავშირა
Red Wings-მა ბათუმი რუსეთის ექვს ქალაქთან დააკავშირა
Sputnik საქართველო
რუს მოგზაურებს შორის ბათუმი, როგორც ზაფხულის პერიოდში დასვენების საყვარელი მიმართულება, სულ უფრო მეტად იმყარებს თავის პოზიციებს. 16.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-16T16:45+0400
2026-06-16T16:45+0400
2026-06-16T16:45+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
ბათუმი
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279138889_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_40801e4609441eab39b7b4389e1df4af.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან საკურორტო ქალაქ ბათუმის მიმართულებით ექვსი ახალი მარშრუტი აამოქმედა, განაცხადეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციაში.სექციის ინფორმაციით, რუს მოგზაურებს შორის ბათუმი, როგორც ზაფხულის პერიოდში დასვენების საყვარელი მიმართულება, სულ უფრო მეტად იმყარებს თავის პოზიციებს.საერთო ჯამში, 2026 წლის ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს რუსეთის 15 ქალაქიდან განაახორციელებს.Red Wings-ი რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიების ათეულში შედის და სპეციალიზებულია რეგულარულ და ჩარტერულ სამგზავრო, ბიზნეს და სატვირთო გადაზიდვებზე. Red Wings-ის მარშრუტების ქსელი 100-ზე მეტ რუსულ და საერთაშორისო მიმართულებას მოიცავს. მოსკოვმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. გადაწყვეტილების საბაბი თბილისში დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები გახდა, რაც საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279138889_83:0:1503:1065_1920x0_80_0_0_0198d789e705da62918f57daebde2b03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, ბათუმი , აჭარა
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, ბათუმი , აჭარა
Red Wings-მა ბათუმი რუსეთის ექვს ქალაქთან დააკავშირა
რუს მოგზაურებს შორის ბათუმი, როგორც ზაფხულის პერიოდში დასვენების საყვარელი მიმართულება, სულ უფრო მეტად იმყარებს თავის პოზიციებს.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან საკურორტო ქალაქ ბათუმის მიმართულებით ექვსი ახალი მარშრუტი აამოქმედა, განაცხადეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციაში.
სექციის ინფორმაციით, რუს მოგზაურებს შორის ბათუმი, როგორც ზაფხულის პერიოდში დასვენების საყვარელი მიმართულება, სულ უფრო მეტად იმყარებს თავის პოზიციებს.
„მიმდინარე თვეში საქართველოს მთავარი კურორტის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქიდან ექვსი ახალი მარშრუტი გაიხსნა. ამიერიდან ბათუმი პირდაპირი რეისებით დაკავშირებულია ვოლგოგრადთან, ორენბურგთან, პერმთან, სარატოვთან, ტიუმენთან და ჩელიაბინსკთან“, — ნათქვამია განცხადებაში.
საერთო ჯამში, 2026 წლის ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს რუსეთის 15 ქალაქიდან განაახორციელებს.
Red Wings-ი რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიების ათეულში შედის და სპეციალიზებულია რეგულარულ და ჩარტერულ სამგზავრო, ბიზნეს და სატვირთო გადაზიდვებზე. Red Wings-ის მარშრუტების ქსელი 100-ზე მეტ რუსულ და საერთაშორისო მიმართულებას მოიცავს.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 2023 წლის 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
მოსკოვმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. გადაწყვეტილების საბაბი თბილისში დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები გახდა, რაც საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა.