https://sputnik-georgia.com/20260616/konkurenciis-saagentom-isurve-daajarima-299178450.html
კონკურენციის სააგენტომ Isurve.ge დააჯარიმა
კონკურენციის სააგენტომ Isurve.ge დააჯარიმა
Sputnik საქართველო
ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. 16.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-16T19:56+0400
2026-06-16T19:56+0400
2026-06-16T19:56+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საქართველოს ბიზნესგარემო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23000/81/230008100_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_6549d1329448b8eedc22a05d5ed4da36.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ისურვე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო 115.396 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. GCCA-მ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს შპს „ისურვეს" 78 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა.კერძოდ, მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი ნივთების მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა. საქმის შესწავლისას დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც.მოვაჭრეს, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ერთი თვის ვადაში უნდა აღედგინა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები, მათ შორის, საქონლის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შეესაბამისობაში მოეყვანა, რაც კომპანიის მხრიდან არ შესრულდა. ჯარიმის დაკისრებისას სააგენტომ გაითვალისწინა კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, კერძოდ, დარღვევის მასშტაბი, განზრახულობა, სიმძიმე, ხანგრძლივობა და მისი სისტემური ხასიათი. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23000/81/230008100_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_12bffeb0d5d324686c695b8a7a539323.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტომ Isurve.ge დააჯარიმა
ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ისურვე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო 115.396 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GCCA-მ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს შპს „ისურვეს" 78 მომხმარებლის განცხადების განხილვის საფუძველზე უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა.
კერძოდ, მომხმარებლების განცხადებებში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე სისტემატურად არღვევდა მომხმარებლების მიერ შეძენილი ნივთების მიწოდების ვადებს, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა. საქმის შესწავლისას დარღვევა გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით შეთანხმებული საქონლის მიწოდების ნაწილშიც.
მოვაჭრეს, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ერთი თვის ვადაში უნდა აღედგინა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები, მათ შორის, საქონლის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შეესაბამისობაში მოეყვანა, რაც კომპანიის მხრიდან არ შესრულდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს.
ჯარიმის დაკისრებისას სააგენტომ გაითვალისწინა კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, კერძოდ, დარღვევის მასშტაბი, განზრახულობა, სიმძიმე, ხანგრძლივობა და მისი სისტემური ხასიათი.
12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.