https://sputnik-georgia.com/20260615/tbilisshi-mkvlelobis-paqtze-2-piri-daakaves-299158373.html
3 დაჭრილიდან ერთი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა: ახალი დეტალები სისხლიანი გარჩევის საქმეზე
3 დაჭრილიდან ერთი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა: ახალი დეტალები სისხლიანი გარჩევის საქმეზე
Sputnik საქართველო
შემთხვევა 15 ივნისის ღამით ქურდიანის ქუჩაზე მოხდა - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. 15.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-15T20:28+0400
2026-06-15T20:28+0400
2026-06-15T20:28+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286212341_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5431f2251f69c83c770dcb929b0110af.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა 15 ივნისის ღამით ქურდიანის ქუჩაზე მოხდა - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. მეზობლების თქნით, გვიან ღამით კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან, სადაც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ ხმამაღალი ჩხუბისა და დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგონეს.უწყების ცნობით, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ მკვლელობის მცდელობა.გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაჭრილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ხოლო ორი დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სსკ-ის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286212341_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_a6d0be426393a76caff330d8848c4de2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
3 დაჭრილიდან ერთი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა: ახალი დეტალები სისხლიანი გარჩევის საქმეზე
შემთხვევა 15 ივნისის ღამით ქურდიანის ქუჩაზე მოხდა - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 15 ივნისის ღამით ქურდიანის ქუჩაზე მოხდა - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. მეზობლების თქნით, გვიან ღამით კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან, სადაც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ ხმამაღალი ჩხუბისა და დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგონეს.
უწყების ცნობით, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ მკვლელობის მცდელობა.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაჭრილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ხოლო ორი დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.