https://sputnik-georgia.com/20260615/sizulvilis-winaagmdeg-sammartvelos-pirveli-shedegebi-cnobilia-299157953.html
სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქმეები: 60 სასამართლოშია, 7 დასრულდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქმეები: 60 სასამართლოშია, 7 დასრულდა
Sputnik საქართველო
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. 15.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-15T21:00+0400
2026-06-15T21:00+0400
2026-06-15T21:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_0a12f1c37a1e813ebb697a9b15aa2c91.jpg
თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი 7 საქმე დასრულდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. სამმართველოს უფროსად იურისტი თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა, საწყის ეტაპზე სტრუქტურა 10 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა.უწყების ცნობით, 1-ელი ივნისიდან დღემდე, სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი დასრულდა 7 საქმე.დღეს, 15 ივნისს, რამდენიმე მედიასაშუალებამ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა - თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე) ადვოკატი შოთა თუთბერიძე დეპუტატ ნინო წილოსანის შეურაცხყოფის გამო 4 ათასი ლარით დააჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმი შედგა 2 ივნისს, წილოსანის კანადაში ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტზე დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს სამმართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი პირველი საქმე დეპუტატ ნინო წილოსანის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეურაცხყოფას ეხებოდა. უწყებამ აღნიშნული ფაქტი უარყო და მოუწოდა მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ახლადშექმნილი სტრუქტურის მუშაობის შესახებ.უწყების განმარტებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.როგორც ადრე ქიმბარიშვილმა განაცხადა, სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.მისი თქმით, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდება. სამმართველო შეისწავლის გამონათქვამის მიზანს, მის ფორმას და იმას, თუ რამდენად ახდენს ის აგრესიის წაქეზებას საზოგადოებაში. საბოლოო სამართლებრივ ვერდიქტს კი — დაირღვა თუ არა კანონი — გამოიტანს სასამართლო.კონტროლისა და რეაგირების სფეროში მოექცევა მხოლოდ ისეთი ქმედებები, რომლებიც სცილდება გამოხატვის თავისუფლებას და პირდაპირ გადადის პიროვნულ თავდასხმებში, მიზანმიმართულ შეურაცხყოფასა და ადამიანის ღირსების სისტემურ შელახვაში.სიძულვილის ენის მონიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სანქციები, მათ შორის ფულადი სახდელი და ადმინისტრაციული პატიმრობა.საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_254:190:2048:1536_1920x0_80_0_0_78604c71aa41422514fa5738ca42772a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქმეები: 60 სასამართლოშია, 7 დასრულდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო.
თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი 7 საქმე დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. სამმართველოს უფროსად იურისტი თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა, საწყის ეტაპზე სტრუქტურა 10 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა.
უწყების ცნობით, 1-ელი ივნისიდან დღემდე, სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი დასრულდა 7 საქმე.
დღეს, 15 ივნისს, რამდენიმე მედიასაშუალებამ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა - თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე) ადვოკატი შოთა თუთბერიძე დეპუტატ ნინო წილოსანის შეურაცხყოფის გამო 4 ათასი ლარით დააჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმი შედგა 2 ივნისს, წილოსანის კანადაში ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტზე დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს სამმართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი პირველი საქმე დეპუტატ ნინო წილოსანის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეურაცხყოფას ეხებოდა.
უწყებამ აღნიშნული ფაქტი უარყო და მოუწოდა მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ახლადშექმნილი სტრუქტურის მუშაობის შესახებ.
„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი პირველი საქმის განხილვა დასრულდა 2026 წლის 11 ივნისს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა. რაც შეეხება, აღნიშნულ საქმეებზე გამოცხადებულ პირველ გადაწყვეტილებას, იგი გამოცხადდა 2026 წლის 12 ივნისს, ონის მაგისტრატი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ პირველი საქმე განიხილა დღეს და იგი მიემართებოდა დეპუტატ ნინო წილოსანის მიმართ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს", - აღნიშნეს უწყებაში.
უწყების განმარტებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
როგორც ადრე ქიმბარიშვილმა განაცხადა, სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.
მისი თქმით, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდება. სამმართველო შეისწავლის გამონათქვამის მიზანს, მის ფორმას და იმას, თუ რამდენად ახდენს ის აგრესიის წაქეზებას საზოგადოებაში. საბოლოო სამართლებრივ ვერდიქტს კი — დაირღვა თუ არა კანონი — გამოიტანს სასამართლო.
კონტროლისა და რეაგირების სფეროში მოექცევა მხოლოდ ისეთი ქმედებები, რომლებიც სცილდება გამოხატვის თავისუფლებას და პირდაპირ გადადის პიროვნულ თავდასხმებში, მიზანმიმართულ შეურაცხყოფასა და ადამიანის ღირსების სისტემურ შელახვაში.
სიძულვილის ენის მონიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სანქციები, მათ შორის ფულადი სახდელი და ადმინისტრაციული პატიმრობა.
საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.