https://sputnik-georgia.com/20260615/policiam-taglitobistvis-1-piri-daakava-299152683.html
მოქალაქეებს სახლების მშენებლობას დაჰპირდა და 645 ათასი ლარი მიითვისა: დაკავებულია 1 პირი
მოქალაქეებს სახლების მშენებლობას დაჰპირდა და 645 ათასი ლარი მიითვისა: დაკავებულია 1 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 15.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-15T19:28+0400
2026-06-15T19:28+0400
2026-06-15T19:28+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_c8f8434c87c9843b01e2988ae37b15d9.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს გაეცნო როგორც წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და მათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. „ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულებისთვის ბრალდებულმა დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვა, ჯამში 645 ათასი ლარი მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა“, - ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_12632fc69f07cd05e5d357bb939c89c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მოქალაქეებს სახლების მშენებლობას დაჰპირდა და 645 ათასი ლარი მიითვისა: დაკავებულია 1 პირი
დანაშაული 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს გაეცნო როგორც წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და მათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა.
„ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულებისთვის ბრალდებულმა დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვა, ჯამში 645 ათასი ლარი მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.