https://sputnik-georgia.com/20260615/papuashvili-saqartvelo-evropa-aziis-damakavshirebeli-rgolia-299151857.html
პაპუაშვილი: საქართველო ევროპასა და აზიას შორის მთავარ დამაკავშირებელ რგოლად რჩება
პაპუაშვილი: საქართველო ევროპასა და აზიას შორის მთავარ დამაკავშირებელ რგოლად რჩება
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ თბილისი დაინტერესებულია პეკინთან პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებით 15.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-15T14:54+0400
2026-06-15T14:54+0400
2026-06-15T14:54+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/13/298710971_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_75423940868f59f1e6b6a9d1ca25ab9e.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველო ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი — ერთი გზის“ ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერია და ტრადიციულად ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინურ ტელეკომპანია CGTN-თან ინტერვიუში.ტრანსპორტის სფეროში თბილისსა და პეკინს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, პარლამენტის სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში ურთიერთქმედება გაღრმავდება. მისი თქმით, საქართველოს ისტორიული როლი, როგორც ტრანზიტული სახელმწიფოსი, აქტუალობას დღესაც ინარჩუნებს.მისი თქმით, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ჩინეთთან უფრო აქტიური თანამშრომლობის იმედი აქვს.„საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილეს, ვინც გამოიყენებს ე.წ. შუა დერეფანს ან კასპიის დერეფანს. სწორედ ამიტომ არის ამ იდეის ნაწილად ყოფნა ორმხრივად მომგებიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი მშვიდობიანი განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მსგავს მიდგომებს იზიარებენ. მისი თქმით, სწორედ საერთო ფასეულობები და ინტერესთა თანხვედრა გახდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საფუძველი.„მიმაჩნია, რომ ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით. ეს საერთო ფასეულობები, რომლებიც ამავდროულად ჩვენი საერთო ინტერესებიცაა, გახდა ის, რამაც ჩინეთთან მიგვიყვანა“, — განაცხადა მან.პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ თბილისი დაინტერესებულია პეკინთან პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებითა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის განვითარება.საქართველო და ჩინეთისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.2026 წლის 9 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლა და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 2024 წლის 28 მაისიდან შეუძლიათ ტურისტული, საქმიანი, სასწავლო მიზნებით და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენის უფლებით.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/13/298710971_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_c95788a672754fedc81a350136ce558a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველო ევროპასა და აზიას შორის მთავარ დამაკავშირებელ რგოლად რჩება
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ თბილისი დაინტერესებულია პეკინთან პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებით
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველო ჩინეთის ინიციატივის „ერთი სარტყელი — ერთი გზის“ ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერია და ტრადიციულად ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინურ ტელეკომპანია CGTN-თან ინტერვიუში.
ტრანსპორტის სფეროში თბილისსა და პეკინს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, პარლამენტის სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში ურთიერთქმედება გაღრმავდება. მისი თქმით, საქართველოს ისტორიული როლი, როგორც ტრანზიტული სახელმწიფოსი, აქტუალობას დღესაც ინარჩუნებს.
„ვხედავთ, რომ იმ ისტორიულ როლს, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა, მნიშვნელობა დღესაც აქვს. საქართველო, და ზოგადად, სამხრეთ კავკასია გვთავაზობს ყველაზე სწრაფ და იაფ გზას ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად, ევროკავშირთან ჩინეთის დასაკავშირებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ თავს ამ ინიციატივის მხარდამჭერ ნაწილად განვიხილავთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ჩინეთთან უფრო აქტიური თანამშრომლობის იმედი აქვს.
„საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილეს, ვინც გამოიყენებს ე.წ. შუა დერეფანს ან კასპიის დერეფანს. სწორედ ამიტომ არის ამ იდეის ნაწილად ყოფნა ორმხრივად მომგებიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი მშვიდობიანი განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მსგავს მიდგომებს იზიარებენ. მისი თქმით, სწორედ საერთო ფასეულობები და ინტერესთა თანხვედრა გახდა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საფუძველი.
„მიმაჩნია, რომ ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით. ეს საერთო ფასეულობები, რომლებიც ამავდროულად ჩვენი საერთო ინტერესებიცაა, გახდა ის, რამაც ჩინეთთან მიგვიყვანა“, — განაცხადა მან.
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ თბილისი დაინტერესებულია პეკინთან პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებითა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის განვითარება.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.
2026 წლის 9 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლა და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 2024 წლის 28 მაისიდან შეუძლიათ ტურისტული, საქმიანი, სასწავლო მიზნებით და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენის უფლებით.