https://sputnik-georgia.com/20260614/vertmpremma-tushetshi-zamtris-bolo-reisebi-sheasrula-299134351.html
სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მიმართულებით ზამთრის ბოლო რეისები შეასრულა
სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მიმართულებით ზამთრის ბოლო რეისები შეასრულა
Sputnik საქართველო
საავტომობილო გზის ოფიციალურ გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ომალოსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლების დასახმარებლად და მესაზღვრეთა როტაციისთვის... 14.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-14T14:52+0400
2026-06-14T14:52+0400
2026-06-14T14:52+0400
საქართველო
თუშეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262477587_3:0:2119:1190_1920x0_80_0_0_f7b7b48edce1b0a53a03dd26853a4167.png
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ქვემო ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, ვერტმფრენმა ორი სამოქალაქო რეისი შეასრულა და სოფელ ომალოში ადგილობრივი მოსახლეობა გადაიყვანა. ასევე, ადგილზე გადაიტანეს პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტები.თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო ზამთრის სეზონზე, ოქტომბრიდან მაისამდე ფშავი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე, რომლის სიგრძეც 72 კმ-ია, მოძრაობა იზღუდება. ამ პერიოდში მაღალმთიანეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.საავტომობილო გზის ოფიციალურ გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ომალოსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლების დასახმარებლად და მესაზღვრეთა როტაციისთვის პერიოდულ ფრენებს რეგულარულად ახორციელებს.მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.გასულ კვირას საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს ავტომაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც მაღალმთიან თუშეთისკენ მიდის, განახლდა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.უღელტეხილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება, თუმცა აპრილის შუა რიცხვებში, სამუშაოების მსვლელობისას გზაზე ზვავი და მეწყერი ჩამოწვა, რამაც სპეცტექნიკა დააზიანა - უამინდობის გამო, უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდა, რამაც გზის გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახადა.ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს გზის 42-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ, ექსკავატორებისა და ბულდოზერების გამოყენებით. რთული რელიეფისა და გზის უკიდურესი სირთულის გამო, ამ მონაკვეთზე სხვა სახის მძიმე სპეცტექნიკის გამოყენება შეუძლებელია.თუშეთი — გამორჩეული პეიზაჟების მქონე მაღალმთიანი რეგიონია. ამ ულამაზეს მხარეში მოხვედრა მარტივი არ არის. აქ მხოლოდ ერთი გზა მიდის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ ითვლება.ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია აშენებული, იგი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და თვალწარმტაც მთის გზად მიიჩნევა.
საქართველო
თუშეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1e/262477587_301:0:1888:1190_1920x0_80_0_0_f9ac3426c669f47849b57c2a6fc3156c.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თუშეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თუშეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მიმართულებით ზამთრის ბოლო რეისები შეასრულა
საავტომობილო გზის ოფიციალურ გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ომალოსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლების დასახმარებლად და მესაზღვრეთა როტაციისთვის პერიოდულ ფრენებს რეგულარულად ახორციელებს.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ქვემო ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვერტმფრენმა ორი სამოქალაქო რეისი შეასრულა და სოფელ ომალოში ადგილობრივი მოსახლეობა გადაიყვანა. ასევე, ადგილზე გადაიტანეს პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტები.
თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო ზამთრის სეზონზე, ოქტომბრიდან მაისამდე ფშავი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე, რომლის სიგრძეც 72 კმ-ია, მოძრაობა იზღუდება. ამ პერიოდში მაღალმთიანეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.
საავტომობილო გზის ოფიციალურ გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ომალოსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლების დასახმარებლად და მესაზღვრეთა როტაციისთვის პერიოდულ ფრენებს რეგულარულად ახორციელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.
გასულ კვირას საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს ავტომაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც მაღალმთიან თუშეთისკენ მიდის, განახლდა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
უღელტეხილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება, თუმცა აპრილის შუა რიცხვებში, სამუშაოების მსვლელობისას გზაზე ზვავი და მეწყერი ჩამოწვა, რამაც სპეცტექნიკა დააზიანა - უამინდობის გამო, უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდა, რამაც გზის გაწმენდითი სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახადა.
ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს გზის 42-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ, ექსკავატორებისა და ბულდოზერების გამოყენებით. რთული რელიეფისა და გზის უკიდურესი სირთულის გამო, ამ მონაკვეთზე სხვა სახის მძიმე სპეცტექნიკის გამოყენება შეუძლებელია.
თუშეთი — გამორჩეული პეიზაჟების მქონე მაღალმთიანი რეგიონია. ამ ულამაზეს მხარეში მოხვედრა მარტივი არ არის. აქ მხოლოდ ერთი გზა მიდის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ ითვლება.
ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია აშენებული, იგი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და თვალწარმტაც მთის გზად მიიჩნევა.