პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2026
გამოწერა
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, რომელთა შორის ერთი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი პირია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 2 ათას ლარამდე თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0