გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ვერ გვპატიობენ: კალაძე ევროსაბჭოს განცხადებაზე

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2026
გამოწერა
კალაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის კონსტრუქციული პარტნიორობისა და დიალოგისთვის, თუკი არსებობს რეალური, არაპოლიტიზებული შენიშვნები.
თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის გენმდივანი 12 მაისს ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს - აღნიშნული გადაწყვეტილება „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში გამოქვეყნდა.
მისი თქმით, დღეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მასზე „ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება“ და ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ვიზალიბერალიზაციისა და უვიზო მიმოსვლის საკითხის მუდმივ ბერკეტად გამოყენება და ქართველი ხალხის შანტაჟი მიუღებელია.
„მუქარები, შანტაჟი, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ, კატეგორიულად მიუღებელია. თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე მითითებებით დავდიოდით, გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას და უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით", - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით უნდა დავიცვათ ქვეყანა, ოჯახები და ქართველი ხალხი, დასძინა მან.
„ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არჩეული ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მშვიდობა, ოჯახები, შვილები და არავის მისცეს უფლება, უდანაშაულო, ახალგაზრდა საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის კონსტრუქციული პარტნიორობისა და დიალოგისთვის, თუკი არსებობს რეალური, არაპოლიტიზებული შენიშვნები.
ამ ეტაპზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიღებული რეზონანსული კანონებისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის გამო, ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ევროკავშირში ყველა აცნობიერებს თბილისთან დიალოგის საჭიროებას, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი პოზიცია მისი აღდგენის ფორმატთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ევროკავშირთან ურთიერთობებში არსებობს უამრავი მიმართულება თანამშრომლობისთვის, თუმცა მიმდინარე რიტორიკა და ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებები რეალურ სიტუაციას აცდენილია.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0