https://sputnik-georgia.com/20260613/sss-m-tv-pirveli-diskreditaciasi-daadanasaula-299125913.html
შსს-მ „ტვ პირველი“ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა
შსს-მ „ტვ პირველი“ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
შსს ტელეკომპანიას იმაში ადანაშაულებს, რომ მან ანონსში პოლიციელების დაკავების ფაქტი არ ახსენა. 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T12:48+0400
2026-06-13T12:48+0400
2026-06-13T12:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_84cb0d54c3542c5ae7966c041eb4d884.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დისკრედიტაცია უწოდა ოპოზიციური ტელეარხის, TV Pirveli-ს, ანალიტიკური გადაცემის განცხადება, რომელშიც პოლიციელების მხრიდან ძალადობაზეა საუბარი.13 ივნისის საღამოს, TV Pirveli-ზე გავა გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“, სიუჟეტში იქნება გაშუქებული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩადენილი ძალადობა. ტელეარხის ცნობით, ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი თავად პოლიციელებმა გააკეთეს და ჯგუფურ ჩატში განათავსეს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული 2022 წელს მომხდარ ინციდენტს ეხება.როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.შსს-ს მონაცემებით, ტელეკომპანიის მიმართ მთავარი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მან ანონსში პოლიციელების დაკავების ფაქტი არ ახსენა.„ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.სამინისტროში ამჟამად არ აკეთებენ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, გადაიდგმება თუ არა რაიმე ნაბიჯები ტელევიზიის ქმედებების წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_9acc758ccf85d7c399012a41376998b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ „ტვ პირველი“ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა
შსს ტელეკომპანიას იმაში ადანაშაულებს, რომ მან ანონსში პოლიციელების დაკავების ფაქტი არ ახსენა.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დისკრედიტაცია უწოდა ოპოზიციური ტელეარხის, TV Pirveli-ს, ანალიტიკური გადაცემის განცხადება, რომელშიც პოლიციელების მხრიდან ძალადობაზეა საუბარი.
13 ივნისის საღამოს, TV Pirveli-ზე გავა გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“, სიუჟეტში იქნება გაშუქებული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩადენილი ძალადობა. ტელეარხის ცნობით, ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი თავად პოლიციელებმა გააკეთეს და ჯგუფურ ჩატში განათავსეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული 2022 წელს მომხდარ ინციდენტს ეხება.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შსს-ს მონაცემებით, ტელეკომპანიის მიმართ მთავარი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მან ანონსში პოლიციელების დაკავების ფაქტი არ ახსენა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში ამჟამად არ აკეთებენ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, გადაიდგმება თუ არა რაიმე ნაბიჯები ტელევიზიის ქმედებების წინააღმდეგ.