https://sputnik-georgia.com/20260613/sozar-subari-saakasvils-axal-danasaulsi-amxels-299128497.html
სოზარ სუბარი სააკაშვილს ახალ დანაშაულში ამხელს
სოზარ სუბარი სააკაშვილს ახალ დანაშაულში ამხელს
Sputnik საქართველო
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T18:03+0400
2026-06-13T18:03+0400
2026-06-13T18:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_8d7cbcebf72699a2d4aa8b91f7f957f1.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულს სჩადიან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პარტია „ხალხის ძალიდან“ სოზარ სუბარმა.საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი გუნდის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შემოერთების შესახებ განაცხადა, რაც რადიკალური რეფორმების განხორციელებასა და პარტიის განახლებას ისახავს მიზნად. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო ელიტარული ჯგუფი, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება.„ფაქტი ერთია, რომ ისინი („ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი - რედ.) საქართველოს კანონმდებლობასაც არღვევენ, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მისი მონაწილეობა და მის მიმართ ასეთი უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ასევე სააკაშვილის მონაწილეობა პოლიტიკაში, არის უბრალოდ დანაშაული და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევა“, - განაცხადა სუბარმა.საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, პარტიების შექმნა ან პარტიის წევრობა. ამასობაში, მიუხედავად იმისა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა, სააკაშვილი კვლავ პარტიის არაფორმალური ლიდერის როლს ასრულებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე გამოთქვა მმართველი პარტიის პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების გაუქმება ხელს შეუწყობდა დემოკრატიის ჯანსაღ განვითარებას.2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტიაც დაემატა.მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს საქართველოს სამწუხარო წარსულს და არ აქვს შანსი, დაბრუნდეს ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249814525_49:0:1893:1383_1920x0_80_0_0_9f5dcf886d2a52bcddc205d31fefa48a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
სოზარ სუბარი სააკაშვილს ახალ დანაშაულში ამხელს
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულს სჩადიან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პარტია „ხალხის ძალიდან“ სოზარ სუბარმა.
საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი გუნდის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შემოერთების შესახებ განაცხადა, რაც რადიკალური რეფორმების განხორციელებასა და პარტიის განახლებას ისახავს მიზნად. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო ელიტარული ჯგუფი, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება.
„ფაქტი ერთია, რომ ისინი („ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი - რედ.) საქართველოს კანონმდებლობასაც არღვევენ, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მისი მონაწილეობა და მის მიმართ ასეთი უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ასევე სააკაშვილის მონაწილეობა პოლიტიკაში, არის უბრალოდ დანაშაული და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევა“, - განაცხადა სუბარმა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, პარტიების შექმნა ან პარტიის წევრობა. ამასობაში, მიუხედავად იმისა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა, სააკაშვილი კვლავ პარტიის არაფორმალური ლიდერის როლს ასრულებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე გამოთქვა მმართველი პარტიის პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების გაუქმება ხელს შეუწყობდა დემოკრატიის ჯანსაღ განვითარებას.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტიაც დაემატა.
მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს საქართველოს სამწუხარო წარსულს და არ აქვს შანსი, დაბრუნდეს ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე.