https://sputnik-georgia.com/20260613/gzebis-movla-patronoba-ra-funqciebs-seasrulebs-axali-saxelmwifo-kompania-299124645.html
გზების მოვლა-პატრონობა - რა ფუნქციებს შეასრულებს ახალი სახელმწიფო კომპანია
გზების მოვლა-პატრონობა - რა ფუნქციებს შეასრულებს ახალი სახელმწიფო კომპანია
Sputnik საქართველო
ახალი სახელმწიფო კომპანია სრულ პასუხისმგებლობას აიღებს საერთაშორისო მაგისტრალების ნაწილის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოვლა-პატრონობაზე. 13.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-13T12:19+0400
2026-06-13T12:19+0400
2026-06-13T12:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ვითარება გზებზე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1e/283785712_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_821afafc140ac643c9b88b5d3264a752.jpg
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო კომპანია პირველ ეტაპზე მოემსახურება ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალის 105 კილომეტრიან მონაკვეთს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.საქართველოს პარლამენტმა ამ კვირაში სახელმწიფო კომპანიის შექმნა განიხილა. ახალი სახელმწიფო კომპანია სრულ პასუხისმგებლობას აიღებს საერთაშორისო მაგისტრალების ნაწილის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოვლა-პატრონობაზე.მისი თქმით, საუბარია 138 ხიდსა და 59 გვირაბზე, ასევე გამაგრებულ ფერდობებზე, რომლებიც ყოველდღიურ დაკვირვებასა და მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებს.„ეს არის მაღალი პასუხისმგებლობის სფერო, სადაც მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სერიოზული რისკები და გამოწვევები. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს აღნიშნული ფუნქცია და შექმნას შესაბამისი კომპანია“, -აღნიშნა მინისტრმა.გორი-არგვეთის მონაკვეთი რიკოთის უღელტეხილზე გადის და საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილია.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1e/283785712_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_5205525e90387a29acb294afb9055a2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე, საქართველოს მთავრობა
გზების მოვლა-პატრონობა - რა ფუნქციებს შეასრულებს ახალი სახელმწიფო კომპანია
ახალი სახელმწიფო კომპანია სრულ პასუხისმგებლობას აიღებს საერთაშორისო მაგისტრალების ნაწილის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოვლა-პატრონობაზე.
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო კომპანია პირველ ეტაპზე მოემსახურება ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალის 105 კილომეტრიან მონაკვეთს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ამ კვირაში სახელმწიფო კომპანიის შექმნა განიხილა. ახალი სახელმწიფო კომპანია სრულ პასუხისმგებლობას აიღებს საერთაშორისო მაგისტრალების ნაწილის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოვლა-პატრონობაზე.
„კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ყველაზე რთული მონაკვეთის გორი-არგვეთის 105 კმ-იანი მონაკვეთის მოვლა-შენახვის ფუნქცია სრულად ან ნაწილობრივ განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საუბარია 138 ხიდსა და 59 გვირაბზე, ასევე გამაგრებულ ფერდობებზე, რომლებიც ყოველდღიურ დაკვირვებასა და მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებს.
„ეს არის მაღალი პასუხისმგებლობის სფერო, სადაც მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სერიოზული რისკები და გამოწვევები. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს აღნიშნული ფუნქცია და შექმნას შესაბამისი კომპანია“, -აღნიშნა მინისტრმა.
გორი-არგვეთის მონაკვეთი რიკოთის უღელტეხილზე გადის და საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილია.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.