https://sputnik-georgia.com/20260612/savizo-dava-tbilisma-dabriuselma-poziciebi-gacvales-299116973.html
სავიზო დავა: თბილისმა და ბრიუსელმა პოზიციები გაცვალეს
სავიზო დავა: თბილისმა და ბრიუსელმა პოზიციები გაცვალეს
Sputnik საქართველო
საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას და ბრიუსელის მხრიდან ზეწოლა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ხასიათისაა, განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 12.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-12T16:30+0400
2026-06-12T16:30+0400
2026-06-12T16:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ევროკომისია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293983065_0:1:825:465_1920x0_80_0_0_ce0beb9f54f67ebe5f100fd22fe21907.jpg
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებმა ბრიუსელში ვიზების დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ევროკავშირის გადაწყვეტილება, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების შესახებ, იტყობინება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.ევროკომისიაში თავის მხრივ განაცხადეს, რომ შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც გაწერილია სავიზო რეგულაციებში და ეს შეხვედრა მაშინ იმართება, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი უკვე გააქტიურებულია.ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის თქმით, შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. როგორც მან განმარტა, ეს გარემოებებია - საქართველოს მიერ იმ ვალდებულებების დარღვევა, რომელიც ქვეყანა იკისრა უვიზო რეჟიმის ფარგლებში გადამწყვეტ სფეროებში, დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებში.როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება.აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად. ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია ხუთი პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან.სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.საქართველოს ხელისუფლების პოზიციასაქართველოს ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში კარგი მაჩვენებლები აქვს, ხოლო სადავო პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით არის შეიარაღებული, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, ევროკავშირთან ძირითადი უთანხმოებები სავიზო ლიბერალიზაციას, საგარეო პოლიტიკურ კურსსა და გარკვეულ საკანონმდებლო ინიციატივებს ეხება.ვიცე-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ აპირებს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლას და ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ესმოდეს ევროკავშირთან განსახილველი საკითხების არსი.„სანქციების თაობაზე ჩვენს პოლიტიკას ვერ შევცვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაინგრევა და შემდეგ უკვე, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც საერთოდ აზრს კარგავს, თუ ქვეყანა მოისპო და განადგურდა“, - აღნიშნა მან.მან დასძინა, რომ მისი აზრით, საქართველო რიგი სტატისტიკური მაჩვენებლით სამართლიანობის, დემოკრატიის, დანაშაულთან ბრძოლის და საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის სფეროებში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.არსებულ ვითარებაზე კომენტარი მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ზარქუამაც გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემებს არ ქმნის და საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალური პირები ვიზების მიღებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.ზარქუამ ბრიუსელის პოლიტიკა გააკრიტიკა და მას არაპრაგმატული და ზეწოლაზე დაფუძნებული უწოდა. მან არსებული უთანხმოებები დაუკავშირა თბილისის უარს ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, ასევე ხელისუფლების პოზიციას უსაფრთხოებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში. პარლამენტის წევრმა დაასკვნა, რომ ბრიუსელის პოლიტიკა ზეწოლასა და მუქარაზეა დაფუძნებული და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.ბოლო წლებში საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო ჩამორთმევის საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. მიზეზები განსხვავებული იყო, მათ შორის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1e/293983065_103:0:723:465_1920x0_80_0_0_5ca72fadfefebd6146b47f951624395b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
სავიზო დავა: თბილისმა და ბრიუსელმა პოზიციები გაცვალეს
საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას და ბრიუსელის მხრიდან ზეწოლა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ხასიათისაა, განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებმა ბრიუსელში ვიზების დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ევროკავშირის გადაწყვეტილება, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების შესახებ, იტყობინება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა.
ევროკომისიაში თავის მხრივ განაცხადეს, რომ შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც გაწერილია სავიზო რეგულაციებში და ეს შეხვედრა მაშინ იმართება, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი უკვე გააქტიურებულია.
ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის თქმით, შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. როგორც მან განმარტა, ეს გარემოებებია - საქართველოს მიერ იმ ვალდებულებების დარღვევა, რომელიც ქვეყანა იკისრა უვიზო რეჟიმის ფარგლებში გადამწყვეტ სფეროებში, დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება.
აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად. ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია ხუთი პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან.
სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ტექნიკურ ნაწილში კარგი მაჩვენებლები აქვს, ხოლო სადავო პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით არის შეიარაღებული, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირთან ძირითადი უთანხმოებები სავიზო ლიბერალიზაციას, საგარეო პოლიტიკურ კურსსა და გარკვეულ საკანონმდებლო ინიციატივებს ეხება.
„ძირითადი მოთხოვნა რამდენიმე საკითხია – ვიზალიბერალიზაცია, საგარეო კურსი და გარკვეული კანონების უკან წაღება. ეს ყველაფერი თუ ჩვენთვის მისაღები არ არის, მათი მხრიდან ეს განიხილება, როგორც დეზინფორმაცია და ევროპის წინააღმდეგ გალაშქრება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მყარია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ აპირებს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლას და ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ესმოდეს ევროკავშირთან განსახილველი საკითხების არსი.
„სანქციების თაობაზე ჩვენს პოლიტიკას ვერ შევცვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაინგრევა და შემდეგ უკვე, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ვიზალიბერალიზაციის თემაც საერთოდ აზრს კარგავს, თუ ქვეყანა მოისპო და განადგურდა“, - აღნიშნა მან.
მან დასძინა, რომ მისი აზრით, საქართველო რიგი სტატისტიკური მაჩვენებლით სამართლიანობის, დემოკრატიის, დანაშაულთან ბრძოლის და საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის სფეროებში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.
არსებულ ვითარებაზე კომენტარი მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ზარქუამაც გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემებს არ ქმნის და საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალური პირები ვიზების მიღებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
„ჩვენ ხომ დაგვსაჯეს, როცა დიპლომატიური პასპორტები გაგვიუქმეს – არ არის პრობლემა, ვიზებს ვიღებთ. თუ რიგში დგომა დაგვჭირდება, ეს არ არის პრობლემა. ბრიუსელის პოლიტიკა ევროპული ღირებულებებიდან დაცლილია“, – განაცხადა ზარქუამ.
ზარქუამ ბრიუსელის პოლიტიკა გააკრიტიკა და მას არაპრაგმატული და ზეწოლაზე დაფუძნებული უწოდა. მან არსებული უთანხმოებები დაუკავშირა თბილისის უარს ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, ასევე ხელისუფლების პოზიციას უსაფრთხოებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში. პარლამენტის წევრმა დაასკვნა, რომ ბრიუსელის პოლიტიკა ზეწოლასა და მუქარაზეა დაფუძნებული და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
ბოლო წლებში საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო ჩამორთმევის საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. მიზეზები განსხვავებული იყო, მათ შორის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.