https://sputnik-georgia.com/20260612/saqartvelo-da-yirgizeti-savawto-partniorobis-axal-sesaszelobebs-ezeben-299106227.html
საქართველო და ყირგიზეთი სავაჭრო პარტნიორობისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებენ
საქართველო და ყირგიზეთი სავაჭრო პარტნიორობისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებენ
Sputnik საქართველო
ქართულმა მხარემ მზადყოფნა და დაინტერესება გამოხატა, გაზარდოს ყირგიზეთის ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა. 12.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-12T11:21+0400
2026-06-12T11:21+0400
2026-06-12T11:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყირგიზეთი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23164/91/231649184_0:129:3183:1919_1920x0_80_0_0_4fca92c4e987c5400e5975ee70c0f4a2.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს და ყირგიზეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობა - ეს და სხვა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრმა ბაკიტ სიდიკოვმა.როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაზე საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის ახალი მიმართულებების გამოვლენას.მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.ქართულმა მხარემ მზადყოფნა და დაინტერესება გამოხატა, გაზარდოს ყირგიზეთის ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა.ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბიშკეკში ვიზიტის ფარგლებში შედგა.საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.
საქართველო
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23164/91/231649184_226:0:2957:2048_1920x0_80_0_0_ef996902769d911a300b5efa33c26abb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ყირგიზეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ყირგიზეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა
საქართველო და ყირგიზეთი სავაჭრო პარტნიორობისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებენ
ქართულმა მხარემ მზადყოფნა და დაინტერესება გამოხატა, გაზარდოს ყირგიზეთის ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს და ყირგიზეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობა - ეს და სხვა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრმა ბაკიტ სიდიკოვმა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაზე საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის ახალი მიმართულებების გამოვლენას.
მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
ქართულმა მხარემ მზადყოფნა და დაინტერესება გამოხატა, გაზარდოს ყირგიზეთის ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა.
ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბიშკეკში ვიზიტის ფარგლებში შედგა.
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.
2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.