მოქალაქეებს აგარაკების მშენებლობაზე შეუთანხმდნენ და თანხა მიისაკუთრეს: დაკავებულია 3 პირი

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2026
გამოწერა
დანაშაული სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით მოქალაქეებს მცირე სააგარაკე სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ, დამკვეთებთან გააფორმეს ფიქტიური გარიგებები და მათგან ჯამში 164 ათასი ლარი მიიღეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0