ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2026
გამოწერა
დანაშაული სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე რეგისტრირებული ინდმეწარმის მეშვეობით, დაამზადეს და გაასაღეს 9,5 ათასი ლარის ღირებულების ხეტყის მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის სანაცვლოდაც მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და აიღეს 1,5 ათასი ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0