https://sputnik-georgia.com/20260611/specoperacia-svanetsi-mestiasi-damatebit-42-maineri-amoires-299095779.html
სპეცოპერაცია სვანეთში: მესტიაში დამატებით 42 მაინერი ამოიღეს
სპეცოპერაცია სვანეთში: მესტიაში დამატებით 42 მაინერი ამოიღეს
Sputnik საქართველო
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. 11.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-11T12:03+0400
2026-06-11T12:03+0400
2026-06-11T12:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სვანეთი
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24093/83/240938399_0:35:2000:1160_1920x0_80_0_0_b263f622145a58360b65afe226f2ffdb.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჯამში 254 მაინერია ამოღებული. რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მესტიის მუნიციპალიტეტში ბრძოლას იწყებს კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, რომელიც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა. 2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა. კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24093/83/240938399_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_2ead88fbca585384c0e7a416d742453a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სვანეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სვანეთი , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
სპეცოპერაცია სვანეთში: მესტიაში დამატებით 42 მაინერი ამოიღეს
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.
გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჯამში 254 მაინერია ამოღებული.
რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მესტიის მუნიციპალიტეტში ბრძოლას იწყებს კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, რომელიც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა.
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.