https://sputnik-georgia.com/20260611/saqartvelosi-gzebis-movla-patronobistvis-saxelmwifo-kompania-seiqmneba-299094253.html
საქართველოში გზების მოვლა-პატრონობის სახელმწიფო კომპანია შეიქმნება
საქართველოში გზების მოვლა-პატრონობის სახელმწიფო კომპანია შეიქმნება
Sputnik საქართველო
ახალი სტრუქტურის შექმნა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის ეფექტურობას სპეცტექნიკის მობილიზების კუთხითაც გაზრდის, აცხადებს პრემიერი 11.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-11T10:56+0400
2026-06-11T10:56+0400
2026-06-11T10:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0b/290325411_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_7826d4bbff18928a4444d1448243866f.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომელთა თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-პატრონობისთვის სპეციალურ კომპანიას შექმნის.„ხარისხთან დაკავშირებით მუდმივად იყო პრობლემები, როცა კერძო კომპანიები იყვნენ ჩართულები ამ მომსახურების გაწევაში. გზების მოვლა-შენახვისთვის, მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ახალი სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით.მისი თქმით, ახალი სტრუქტურის შექმნა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის ეფექტურობას სპეცტექნიკის მობილიზების კუთხითაც გაზრდის.ამავდროულად, საქართველოში დაწესდება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა გზიდან 100 მეტრის რადიუსში დამატებითი გზის, ნებისმიერი ობიექტის უნებართვო მშენებლობისთვის, ნებისმიერი სარეკლამო ბანერის, ტრანსპარანტის, აფიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნების განთავსებისთვის და გზის დაზიანებისთვის.გარდა ამისა, გზაზე ან გზის პირას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობის გარეშე ნაგებობის მშენებლობისა ან განთავსებისთვის ფიზიკური პირებისთვის 500-დან 3000 ლარამდე და იურიდიული პირებისთვის 2000-დან 100 000 ლარამდე ჯარიმა დაწესდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0b/290325411_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_4f1d725c3874d0eb202b622e323ac210.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოში გზების მოვლა-პატრონობის სახელმწიფო კომპანია შეიქმნება
ახალი სტრუქტურის შექმნა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის ეფექტურობას სპეცტექნიკის მობილიზების კუთხითაც გაზრდის, აცხადებს პრემიერი
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომელთა თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-პატრონობისთვის სპეციალურ კომპანიას შექმნის.
„ხარისხთან დაკავშირებით მუდმივად იყო პრობლემები, როცა კერძო კომპანიები იყვნენ ჩართულები ამ მომსახურების გაწევაში. გზების მოვლა-შენახვისთვის, მე ვფიქრობ, რომ სწორია სახელმწიფო კომპანიის შექმნა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხზეც აიღებს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ახალი სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ახალი სტრუქტურის შექმნა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის ეფექტურობას სპეცტექნიკის მობილიზების კუთხითაც გაზრდის.
ამავდროულად, საქართველოში დაწესდება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა გზიდან 100 მეტრის რადიუსში დამატებითი გზის, ნებისმიერი ობიექტის უნებართვო მშენებლობისთვის, ნებისმიერი სარეკლამო ბანერის, ტრანსპარანტის, აფიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნების განთავსებისთვის და გზის დაზიანებისთვის.
გარდა ამისა, გზაზე ან გზის პირას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობის გარეშე ნაგებობის მშენებლობისა ან განთავსებისთვის ფიზიკური პირებისთვის 500-დან 3000 ლარამდე და იურიდიული პირებისთვის 2000-დან 100 000 ლარამდე ჯარიმა დაწესდა.