https://sputnik-georgia.com/20260611/restoransi-dawyebuli-kamati-tragediit-dasrulda-rustavsi-mamakaci-dairupa-299096250.html
რესტორანში დაწყებული კამათი ტრაგედიით დასრულდა: რუსთავში მამაკაცი დაიღუპა
რესტორანში დაწყებული კამათი ტრაგედიით დასრულდა: რუსთავში მამაკაცი დაიღუპა
Sputnik საქართველო
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. 11.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-11T13:08+0400
2026-06-11T13:08+0400
2026-06-11T13:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსთავი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286212733_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_0a7063e0f04465d98d0da03afcaa05e7.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსთავში მომხდარი ჩხუბის დროს 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო "ინფორუსთავის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემთხვევა რუსთავში მეგობრობის გამზირზე მდებარე რესტორან "იმპერიასთან" მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში დაწყებული სიტყვიერი კამათი მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა და მამაკაცებს შორის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სუპერმარკეტის მიმდებარედ ბეტონის საფარს თავი დაარტყა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ერთი პირი დააკავეს.მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286212733_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_26cdd029d9a118b98de02d65f0317bd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
რესტორანში დაწყებული კამათი ტრაგედიით დასრულდა: რუსთავში მამაკაცი დაიღუპა
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსთავში მომხდარი ჩხუბის დროს 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო "ინფორუსთავის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა რუსთავში მეგობრობის გამზირზე მდებარე რესტორან "იმპერიასთან" მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში დაწყებული სიტყვიერი კამათი მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა და მამაკაცებს შორის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.
ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სუპერმარკეტის მიმდებარედ ბეტონის საფარს თავი დაარტყა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ერთი პირი დააკავეს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.