https://sputnik-georgia.com/20260611/ras-moutans-saqartvelos-cinettan-yovlismomcveli-strategiuli-partnioroba-ioseliani-299101553.html
რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა - იოსელიანი
რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა - იოსელიანი
Sputnik საქართველო
ჩინეთი საქართველოს მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია 11,5%-იანი წილით. 11.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-11T21:41+0400
2026-06-11T21:41+0400
2026-06-11T21:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282691713_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_391e66c5a2da91f08c77a4f7aa9155dd.jpg
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად აახლოებს ორ ქვეყანას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.თამარ იოსელიანმა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით, რასაც, მისი შეფასებით, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024-2025 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17%-ით და 21%-ით გაიზარდა, 2026 წლის ოთხ თვეში კი უპრეცედენტო 45%-იანი ზრდა შეადგინა.ჩინეთი იკავებს მესამე ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 11.5%-იანი წილით. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, წარმოების ექსპორტის ბაზრის მიხედვით 2024 და 2025 წლებში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებდა.„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მონაცემებია იმისათვის, რომ ვთქვათ - ეკონომიკური კავშირები მომავალშიც უფრო მეტად გაღრმავდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან და ადგილობრივ ბიზნესთან ერთად“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც 2018 წელს ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. მისი შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი, წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც დიდი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას და რომლის შედეგებიც ყოველწლიურ ზრდის დინამიკაში აისახება.„2026 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 45%-ით გაიზარდა, ასევე ექსპორტი გაიზარდა სამჯერ და ზრდამ დაახლოებით 194% შეადგინა... ვფიქრობ, სწორედ ეს მაჩვენებლები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და უფლებასაც, რომ ვივარაუდოთ - 2026 წელი ამ მიმართულებით უპრეცედენტოდ მზარდი წელი იქნება, ისევე როგორც შემდგომი წლები“, - განაცხადა მან.საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლა და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 2024 წლის 28 მაისიდან შეუძლიათ ტურისტული, საქმიანი, სასწავლო მიზნებით და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენის უფლებით.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282691713_89:0:2820:2048_1920x0_80_0_0_27e92fdde10109649e319003fed3931c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პრეზიდენტი
რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა - იოსელიანი
ჩინეთი საქართველოს მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია 11,5%-იანი წილით.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად აახლოებს ორ ქვეყანას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
„ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ნამდვილად მისცემს ბიძგს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების მეტად გაღრმავებას“, - განაცხადა იოსელიანმა.
თამარ იოსელიანმა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით, რასაც, მისი შეფასებით, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024-2025 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17%-ით და 21%-ით გაიზარდა, 2026 წლის ოთხ თვეში კი უპრეცედენტო 45%-იანი ზრდა შეადგინა.
ჩინეთი იკავებს მესამე ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 11.5%-იანი წილით. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, წარმოების ექსპორტის ბაზრის მიხედვით 2024 და 2025 წლებში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებდა.
„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მონაცემებია იმისათვის, რომ ვთქვათ - ეკონომიკური კავშირები მომავალშიც უფრო მეტად გაღრმავდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან და ადგილობრივ ბიზნესთან ერთად“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც 2018 წელს ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. მისი შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი, წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც დიდი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას და რომლის შედეგებიც ყოველწლიურ ზრდის დინამიკაში აისახება.
„2026 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 45%-ით გაიზარდა, ასევე ექსპორტი გაიზარდა სამჯერ და ზრდამ დაახლოებით 194% შეადგინა... ვფიქრობ, სწორედ ეს მაჩვენებლები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და უფლებასაც, რომ ვივარაუდოთ - 2026 წელი ამ მიმართულებით უპრეცედენტოდ მზარდი წელი იქნება, ისევე როგორც შემდგომი წლები“, - განაცხადა მან.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლა და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 2024 წლის 28 მაისიდან შეუძლიათ ტურისტული, საქმიანი, სასწავლო მიზნებით და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენის უფლებით.