https://sputnik-georgia.com/20260611/papuasvili-briuseli-uvizo-rejims-saqartveloze-zewolis-instrumentad-ganixilaven-299095994.html
პაპუაშვილი: ბრიუსელი უვიზო რეჟიმს საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავენ
პაპუაშვილი: ბრიუსელი უვიზო რეჟიმს საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავენ
Sputnik საქართველო
ის ასევე შეეხო სუვერენიტეტის საკითხს და კვლავ მოიშველია მის მიერ გამოყენებული ფრაზა იმის შესახებ, რომ სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. 11.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-11T12:34+0400
2026-06-11T12:34+0400
2026-06-11T12:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496749_0:83:1210:764_1920x0_80_0_0_0ee798e58e0ca430fbef436a94a39cb2.jpg
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი უვიზო მიმოსვლის საკითხს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალებად იყენებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.11 ივნისს ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის სავიზო პოლიტიკის საკითხზე ტექნიკური კონსულტაციებია დაგეგმილი. საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ აპირებს ეს შეხვედრა გამოიყენოს ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების შესახებ გადაწყვეტილებების სამართლებრივი საფუძვლის განსახილველად.მისი თქმით, ეს არის ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ.პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ და ეს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად შეაფასა.„ეს გადაწყვეტილება როცა იქნა მიღებული, მაშინ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ეს არის 2010 წლის შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. არანაირი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დიპპასპორტებზე სავიზო რეჟიმის შემოღებისა არ არსებობდა, მაგრამ მათ თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება და საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვიეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებს ედავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას, თავად დაარღვია საერთაშორისო სამართალი პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა საქართველოს ხელისუფლებას თავს დაესხას.პაპუაშვილის თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბრიუსელმა პოზიციის გასამყარებლად დამატებითი მექანიზმების შემუშავება დაიწყო.„გამოიგონეს ის, რაც არასდროს არსებობდა, პოლიტიკური კრიტერიუმები, თითქოს საზღვრის კვეთა რაიმე კავშირში იყოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან. სინამდვილეში ამაზე იქნება ხვალ საუბარი ტექნიკურ შეხვედრაზე, რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ის ასევე შეეხო სუვერენიტეტის საკითხს და კვლავ მოიშველია მის მიერ გამოყენებული ფრაზა იმის შესახებ, რომ სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება.„როდესაც ეს ფრაზა ითქვა სომხეთში, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა არ იცვლება მარწყვზე, მაშინ გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის აღტკინება აქ, რამდენად სწორია, რამდენად გონივრულია ასეთი მიდგომა, თუმცა როდესაც იგივე დამოკიდებულება ესმით საკუთარ ქვეყანაში, აქ იბნევიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ოპოზიციას ვერ წარმოუდგენია, რომ საქართველოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკა გარე კარნახის გარეშე.„ეს ამხელს უპირველეს ყოვლისა მათ საკუთარ დამოკიდებულებაში საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა ის მოთხოვნები, რომლებსაც ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით უყენებენ.„გვეკითხებიან: რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. რა ვქნათ, ჩავკეტოთ? მეორე, რატომ არ არის დაახლოებული თქვენი სასანქციო პოლიტიკა ევროკავშირთან, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაანგრიეთ თქვენი ქვეყანა, დაღუპეთ თქვენი ხალხი, თუ გინდათ, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა მიუღებელია.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496749_0:0:1210:908_1920x0_80_0_0_35e3282c31bdf3ac5dee3a19f6d79678.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
პაპუაშვილი: ბრიუსელი უვიზო რეჟიმს საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავენ
ის ასევე შეეხო სუვერენიტეტის საკითხს და კვლავ მოიშველია მის მიერ გამოყენებული ფრაზა იმის შესახებ, რომ სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი უვიზო მიმოსვლის საკითხს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალებად იყენებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
11 ივნისს ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის სავიზო პოლიტიკის საკითხზე ტექნიკური კონსულტაციებია დაგეგმილი. საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ აპირებს ეს შეხვედრა გამოიყენოს ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების შესახებ გადაწყვეტილებების სამართლებრივი საფუძვლის განსახილველად.
„ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ და ეს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად შეაფასა.
„ეს გადაწყვეტილება როცა იქნა მიღებული, მაშინ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ეს არის 2010 წლის შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. არანაირი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დიპპასპორტებზე სავიზო რეჟიმის შემოღებისა არ არსებობდა, მაგრამ მათ თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება და საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვიეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებს ედავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას, თავად დაარღვია საერთაშორისო სამართალი პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა საქართველოს ხელისუფლებას თავს დაესხას.
პაპუაშვილის თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბრიუსელმა პოზიციის გასამყარებლად დამატებითი მექანიზმების შემუშავება დაიწყო.
„გამოიგონეს ის, რაც არასდროს არსებობდა, პოლიტიკური კრიტერიუმები, თითქოს საზღვრის კვეთა რაიმე კავშირში იყოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან. სინამდვილეში ამაზე იქნება ხვალ საუბარი ტექნიკურ შეხვედრაზე, რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ის ასევე შეეხო სუვერენიტეტის საკითხს და კვლავ მოიშველია მის მიერ გამოყენებული ფრაზა იმის შესახებ, რომ სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება.
„როდესაც ეს ფრაზა ითქვა სომხეთში, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა არ იცვლება მარწყვზე, მაშინ გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის აღტკინება აქ, რამდენად სწორია, რამდენად გონივრულია ასეთი მიდგომა, თუმცა როდესაც იგივე დამოკიდებულება ესმით საკუთარ ქვეყანაში, აქ იბნევიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას ვერ წარმოუდგენია, რომ საქართველოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკა გარე კარნახის გარეშე.
„ეს ამხელს უპირველეს ყოვლისა მათ საკუთარ დამოკიდებულებაში საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა ის მოთხოვნები, რომლებსაც ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით უყენებენ.
„გვეკითხებიან: რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. რა ვქნათ, ჩავკეტოთ? მეორე, რატომ არ არის დაახლოებული თქვენი სასანქციო პოლიტიკა ევროკავშირთან, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაანგრიეთ თქვენი ქვეყანა, დაღუპეთ თქვენი ხალხი, თუ გინდათ, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა მიუღებელია.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.