ზუგდიდში მამაკაცმა თანასოფლელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
თანასოფლელებს შორის მიწის ნაკვეთის გამო წარსულში დაწყებული კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის და თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ოქტომბერში 70 წლის პენსიონერმა 55 წლის თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პენსიონერი მოგვიანებით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
რაც შეეხება თანასოფლელებს შორის კონფლიქტის მიზეზებს, ადგილობრივების თქმით, მამაკაცებს შორის კონფლიქტი რამდენიმე წლის წინ მიწის ნაკვეთთან დაკავშრებით დაიწყო, რომელიც გუშინ ძროხის გამო ისევ განახლდა.
„სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა მომხდარიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0