https://sputnik-georgia.com/20260610/stambulshi-saqartvelos-damoukideblobis-dge-gaimarta-299082193.html
სტამბულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სტამბულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და იდენტობაზე... 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T15:48+0400
2026-06-10T15:48+0400
2026-06-10T15:48+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0a/299078564_0:11:1198:685_1920x0_80_0_0_6907be62901eaf7ac6f0f57e072bf2c5.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სტამბულში, ისტორიულ ბაზილიკა „ცისტერნაში“ (Yerebatan Sarnıcı), საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და მიღება გაიმართა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა - სტამბულში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისიძება 9 ივნისს ჩატარდა. საღამოზე განსაკუთრებული პროგრამით წარდგა გორის ქალთა კამერული გუნდი, რომელმაც ბაზილიკის უნიკალური აკუსტიკის ფონზე ქართული და საერთაშორისო რეპერტუარი შეასრულა.ღონისძიებაზე დამსწრე-საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მან მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და იდენტობაზე. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობასა და ახლო მეგობრობაზე. მინისტრის განცხადებით, სტამბულში გამართული თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ საერთო მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საქართველოს თავმჯდომარეობა და ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში დიალოგის მნიშვნელობას. „ამჟამად საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას,“ – განაცხადა დიპლომატმა.ღონისძიების სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა და სტამბულში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა. ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენმდივანი ლაზარ კომანესკუ. საქართველო და თურქეთი საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყბნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. 2026 წლის იანვარ-აპრილში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 1 095 347.3 ათასი დოლარი შეადგინა,
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/0a/299078564_0:0:1198:900_1920x0_80_0_0_abcb6e20bdbb5b9c58c436cb934571d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სტამბულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და იდენტობაზე ისაუბრა.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სტამბულში, ისტორიულ ბაზილიკა „ცისტერნაში“ (Yerebatan Sarnıcı), საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და მიღება გაიმართა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა - სტამბულში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისიძება 9 ივნისს ჩატარდა.
საღამოზე განსაკუთრებული პროგრამით წარდგა გორის ქალთა კამერული გუნდი, რომელმაც ბაზილიკის უნიკალური აკუსტიკის ფონზე ქართული და საერთაშორისო რეპერტუარი შეასრულა.
ღონისძიებაზე დამსწრე-საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მან მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და იდენტობაზე.
„ეროვნული დღე არის სწორედ ის დღე, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ. ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო, საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას,“ – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობასა და ახლო მეგობრობაზე. მინისტრის განცხადებით, სტამბულში გამართული თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ საერთო მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საქართველოს თავმჯდომარეობა და ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში დიალოგის მნიშვნელობას.
„ამჟამად საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას,“ – განაცხადა დიპლომატმა.
ღონისძიების სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა და სტამბულში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენმდივანი ლაზარ კომანესკუ.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყბნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. 2026 წლის იანვარ-აპრილში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 1 095 347.3 ათასი დოლარი შეადგინა,