როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2026
გამოწერა
„საქსტატის" ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის გაზრდა განაპირობა ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის ღირებულების 6,4%-ით მატებამ.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. 2026 წლის აპრილში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, 2026 წლის მარტთან შედარებით, 1,1%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.
ცალკეულ სეგმენტებში თვიური ინდექსი გაიზარდა:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი 0,5%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი 0,05%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი 2,2%-ით.
„საქსტატის" ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის გაზრდა განაპირობა ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის ღირებულების 6,4%-ით მატებამ.
2026 წლის აპრილში გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3,8%-ით, რაც განაპირობა ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის ღირებულების 12,7%-ით ზრდამ.
ცალკეულ სეგმენტებში წლიურად ინდექსი გაიზარდა:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 1,1%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი - 5,9%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი - 5,7%-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ისე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0