https://sputnik-georgia.com/20260610/papuashvili-qveknis-momavlis-gansazgveris-upleba-qartvel-xalxs-aqvs-299080254.html
პაპუაშვილი: საქართველოს მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ მის ხალხს ეკუთვნის
პაპუაშვილი: საქართველოს მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ მის ხალხს ეკუთვნის
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ ერთმანეთისგან გამიჯნა თბილისის რეალური გეოპოლიტიკური გათვლები და ოპოზიციის მიერ თავსმოხვეული საინფორმაციო ფრეიმები 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T15:00+0400
2026-06-10T15:00+0400
2026-06-10T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ჩინეთი
ირანი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496816_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_e8a1e4ba69446c3ef1b49b05c260b569.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე. ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – გიგი წერეთლის, გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს აშშ-ის მხრიდან რეგიონის მიმართ გაზრდილ ინტერესებთან დაკავშირებით. პაპუაშვილმა რადიკალური ძალები ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.მისი თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გახშირდა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და „სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება".როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი ქმედებები მხოლოდ ადასტურებს იმ შეფასებებს, რომლებიც მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს.„ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.მისი თქმით, შიდაპოლიტიკურმა ბრძოლამ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესები არ უნდა დააზიანოს.„ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური კონკურენცია გასცდეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად", - განაცხადა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა.პარლამენტის სპიკერი ასევე შეეხო საქართველო-ირანის ურთიერთობის თემას.„რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოსაც ვერ მივა იმ ურთიერთობების დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ქვეყნის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული და ასეთი ნარატივების გავრცელება ერთადერთ მიზანს ემსახურება – შეიქმნას მცდარი წარმოდგენა საქართველოზე და ზიანი მიადგეს მის საერთაშორისო რეპუტაციას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა.როგორც სპიკერმა განაცხადა, ხელისუფლების ოპონენტები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, თითქოს საქართველო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.„ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია", - აღნიშნა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სწორედ ამიტომაც მსგავსი განცხადებების მთავარი მიზანი გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებაა.მისი თქმით, გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შეხსენებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღის წესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა.გუშინ, 9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ერთმანეთს მიულოცეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
საქართველო
ჩინეთი
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496816_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_854e2592de3854a478e1d21a8b2ff76c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ჩინეთი, ირანი , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ჩინეთი, ირანი , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოს მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ მის ხალხს ეკუთვნის
პარლამენტის თავმჯდომარემ ერთმანეთისგან გამიჯნა თბილისის რეალური გეოპოლიტიკური გათვლები და ოპოზიციის მიერ თავსმოხვეული საინფორმაციო ფრეიმები
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – გიგი წერეთლის, გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს აშშ-ის მხრიდან რეგიონის მიმართ გაზრდილ ინტერესებთან დაკავშირებით. პაპუაშვილმა რადიკალური ძალები ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გახშირდა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და „სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება".
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მსგავსი ქმედებები მხოლოდ ადასტურებს იმ შეფასებებს, რომლებიც მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
„ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, შიდაპოლიტიკურმა ბრძოლამ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესები არ უნდა დააზიანოს.
„ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური კონკურენცია გასცდეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად", - განაცხადა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა.
პარლამენტის სპიკერი ასევე შეეხო საქართველო-ირანის ურთიერთობის თემას.
„რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოსაც ვერ მივა იმ ურთიერთობების დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ქვეყნის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული და ასეთი ნარატივების გავრცელება ერთადერთ მიზანს ემსახურება – შეიქმნას მცდარი წარმოდგენა საქართველოზე და ზიანი მიადგეს მის საერთაშორისო რეპუტაციას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა.
„კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც სპიკერმა განაცხადა, ხელისუფლების ოპონენტები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, თითქოს საქართველო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.
„ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სწორედ ამიტომაც მსგავსი განცხადებების მთავარი მიზანი გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებაა.
„ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შეხსენებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღის წესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა.
გუშინ, 9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ერთმანეთს მიულოცეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.