https://sputnik-georgia.com/20260610/kobaxidze-chinettan-urtiertobebze-299086288.html
რაში მდგომარეობს საქართველოს ინტერესი ჩინეთის მიმართ? კობახიძის განმარტება
რაში მდგომარეობს საქართველოს ინტერესი ჩინეთის მიმართ? კობახიძის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან ურთიერთობების განმტკიცების ფონზე, ხშირად ხდება აშშ-ისა და ევროპის კრიტიკის ობიექტი 10.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-10T18:55+0400
2026-06-10T18:55+0400
2026-06-10T18:55+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
ახალი ამბები
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298005202_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_349fb46547ffdfdcc05959ee588efc2f.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერება განაპირობებს ჩინეთთან ურთიერთობების გამყარებას და სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეს დადებითად აისახება ქვეყანაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერების ფონზე საქართველოს ხელისუფლება ხშირად ხდება აშშ-ისა და ევროპის კრიტიკის ობიექტი. მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობებმა დადებითი გავლენა მოახდინა ვაჭრობაზე, ტურიზმსა და სხვა სფეროებზე. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასავლეთი ჩინეთთან ურთიერთობების საკითხში ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. გუშინ, 9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ერთმანეთს მიულოცეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ. საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს. 2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლა და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 2024 წლის 28 მაისიდან შეუძლიათ ტურისტული, საქმიანი, სასწავლო მიზნებით და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენის უფლებით.
საქართველო
ჩინეთი
აშშ
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298005202_0:21:2048:1557_1920x0_80_0_0_84b86c02a034382038e61c1b07d2aae9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები, ევროპა
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ახალი ამბები, ევროპა
რაში მდგომარეობს საქართველოს ინტერესი ჩინეთის მიმართ? კობახიძის განმარტება
საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან ურთიერთობების განმტკიცების ფონზე, ხშირად ხდება აშშ-ისა და ევროპის კრიტიკის ობიექტი
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერება განაპირობებს ჩინეთთან ურთიერთობების გამყარებას და სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეს დადებითად აისახება ქვეყანაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერების ფონზე საქართველოს ხელისუფლება ხშირად ხდება აშშ-ისა და ევროპის კრიტიკის ობიექტი.
„ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობებიც უფრო მაღალ დონეზე გადადის, რასთანაც არის დაკავშირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაც. ეს დიდ როლს თამაშობს ჩვენთვის, რადგან ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია, როგორც დამაკავშირებელი რგოლის“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობებმა დადებითი გავლენა მოახდინა ვაჭრობაზე, ტურიზმსა და სხვა სფეროებზე. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასავლეთი ჩინეთთან ურთიერთობების საკითხში ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
„თავად ამერიკის პრეზიდენტი არა მარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინ პინს“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ასევე იქცევიან ევროპელი ლიდერებიც.
გუშინ, 9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ერთმანეთს მიულოცეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლა და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 2024 წლის 28 მაისიდან შეუძლიათ ტურისტული, საქმიანი, სასწავლო მიზნებით და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენის უფლებით.