„სარფის" საბაჟოზე საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსარფი
სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2026
გამოწერა
დაკავებულთაგან ერთ-ერთი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირია.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ქვეითად და სატვირთო ავტომანქანაში დამალულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირია.
დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მათი ქვეყნიდან გაძევება.
ყველა ახალი ამბავი
0