https://sputnik-georgia.com/20260609/saqartvelo-chineti-partnioribas-azliereben-299058634.html
საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ
საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ
Sputnik საქართველო
2023 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ორმხრივ ურთიერთობებში, განაცხადა დიპლომატმა 09.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-09T12:49+0400
2026-06-09T12:49+0400
2026-06-09T12:49+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282691713_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_391e66c5a2da91f08c77a4f7aa9155dd.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა სამშაბათს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით მილოცვები გაცვალეს და მნიშვნელოვანი ერთობლივი განცხადება გააკეთეს: ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ამაღლდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე.ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. „გაიხსნა მყარი პარტნიორობის ახალი თავი, რომელმაც შექმნა ორ ქვეყანას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მრავალი გზა", – აღნიშნა ღვთისიაშვილმა.როგორც მან აღნიშნა, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე ერთგულება და მზადყოფნა განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282691713_89:0:2820:2048_1920x0_80_0_0_27e92fdde10109649e319003fed3931c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ
2023 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ორმხრივ ურთიერთობებში, განაცხადა დიპლომატმა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა სამშაბათს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით მილოცვები გაცვალეს და მნიშვნელოვანი ერთობლივი განცხადება გააკეთეს: ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ამაღლდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
„დღეს, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავს აღვნიშნავთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მნიშვნელოვანი ერთობლივი განცხადება გააკეთეს მისალოც წერილებში: ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ამაღლდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე", - განაცხადა ღვთისიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. „გაიხსნა მყარი პარტნიორობის ახალი თავი, რომელმაც შექმნა ორ ქვეყანას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მრავალი გზა", – აღნიშნა ღვთისიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე ერთგულება და მზადყოფნა განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის მტკიცე კავშირები გააგრძელებს აყვავებას, რაც ჩვენი ერებისა და ხალხების ინტერესებს ემსახურება. მსურს, მივულოცო ორივე მხარეს ეს დიდი მიღწევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წევრებს, ჩემს კოლეგებს სხვადასხვა სამინისტროში, კოლეგებს საქართველოს მთავრობაში. მადლობა საქართველოში ჩინეთის ელჩს. მადლობა საქართველოში ჩინეთის საელჩოს ყველა თანამშრომელს“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.